reportiori.ge - ''ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს რომ არ აკეთებდეს, უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით''
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:33
პრეს-დაიჯესტი
''ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს რომ არ აკეთებდეს, უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით''
ავტორი:
25 იანვარი, 2016. 18:10


„ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანას და ეკონომიკას მინიმალური ზიანი მიადგეს", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ქვეყანას აქვს ეროვნული ბანკი, მის ეროვნულ ვალუტაზე ასეთ მძიმე გავლენას გარე ფაქტორები არ უნდა ახდენდეს.


„შეიძლება, ქვეყანას გარს ერტყას სახელმწიფოების წყება, სადაც ვირუსული დაავადებაა გავრცელებული, მაგრამ თუ კარგად გაქვს დაცული საზღვარი და სამედიცინო სფერო გამართულად მუშაობს, ნაკლები ზიანი მოგადგება. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს რომ არ აკეთებდეს, უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, თუმცა დაბეჯითებით არც ამის თქმა შემიძლია. ამისთვის პროცესის გაანალიზებაა საჭირო. მთავრობის წევრი კი ვარ, მაგრამ მე ჩემი საქმე მაქვს. ამ სფეროში ჩახედვა რომ დავიწყო, ჩემი სამინისტრო უყურადღებოდ დამრჩება. სერიოზული მუშაობაა საჭირო. ამისთვის კი ეროვნული ბანკი და ეკონომიკური გუნდი არსებობს", - განაცხადა მინისტრმა.



წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016