reportiori.ge - ლუკა კურტანიძე: თუ ბიძინა ივანიშვილი მეტყვის სხვაგან მჭირდებიო, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და ისე წავალ ბრძოლის ველზე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:58
პრეს-დაიჯესტი
ლუკა კურტანიძე: თუ ბიძინა ივანიშვილი მეტყვის სხვაგან მჭირდებიო, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და ისე წავალ ბრძოლის ველზე!
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 00:35



საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლუკა კურტანიძის განცხადებით კონსულტაციები იმის შესახებ, თუ ვინ დარჩება გუნდის წევრად, შიდა მოლაპარაკებებს ექვემდებარება, ამიტომ ამ ყველაფრის საჯაროდ გამოტანა არამართებულია.



როდესაც წინსწრებით მიდის ლაპარაკი, ვინ იქნება მომავალ პარლამენტში, ესეც შეცდომაა. ამაზე საუბარი იქნება შიგნით, გუნდში."- აცხადებს კურტანიძე „კვირის ქრონიკასთან" და აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომლის სიტყვას კოალიციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.


ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელიც ვაღიარე ერისკაცად. მან ძალიან ბევრი საქმით დაამტკიცა თავისი კაცობა და იმდენი გააკეთა, ერთად აღებულ მთელ პოლიტიკურ სპექტრს არ გაუკეთებია. ამ ადამიანთან დავსხდებით და დავილაპარაკებთ, ეს არ არის დასამალი. ახლა ყველა ლაპარაკობს, რომ მაგარია... 2012-ში ბევრი ხმას არ იღებდა, მაშინ სარისკო იყო, შეიძლებოდა ადამიანს სიცოცხლე საპყრობილეში დაესრულებინა. თუ იქიდან გამოხვიდოდი, ცოცხალ-მკვდარი იქნებოდი. ბიძინა ივანიშვილმა უსისხლოდ მოაშორა სააკაშვილის რეჟიმი. დღეს მე რა უფლება მაქვს, ამ ადამიანს არ მოვუსმინო და რჩევები არ გავითვალისწინო? პარლამენტში ჩქარობენ, უნდა დაველოდოთ, შეიძლება ხვალ სულ სხვა მოცემულობა იყოს. ყველამ აკეთოს თავისი საქმე, ერთმანეთის ლანძღვით ვერაფერს მოვიგებთ. მე მაქვს და კიდევაც მექნება ივანიშვილთან საუბარი, თუ მეტყვის, ახლა პარლამენტში კი არა სხვაგან მჭირდებიო, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და ისე წავალ ბრძოლის ველზე."- აღნიშნავს კურტანიძე.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016