იაპონურმა კომპანია Kyocera-მ მსოფლიოში პირველი სმარტფონი Digno Rafre წარადგინა, რომლის გარეცხვაც გამდინარე წყალში ჩვეულებრივი საპნითაა შესაძლებელი.
ახალი გაჯეტის შემქმნელთა თქმით, მომხმარებელი სმარტფონის გამოყენებას სხვადასხვა სიტუაციაში, აბაზანის მიღების დროსაც კი შეძლებს. Kyocera-ში აღნიშნავენ, რომ სმარტფონის სენსორული დისპლეი დასველების შემთხვევაში შეუფერხებლად გააგრძელებს მუშაობას.
დინამიკების ნაცვლად Kyocera-ს ტელეფონი აღჭურვილია Smart Sonic Receiver-ის ტექნოლოგიით, რომელიც ბგერით ტალღებს პირდაპირ ეკრანზე გადასცემს. გარდა ამისა, ახალ სმარტფონში ჩამონტაჟებულია სისტემა, რომელიც დისპლეის დაზიანებებს ავტომატურად გაასწორებს.
ახალი სმარტფონი Android 5.1-ის სისტემაზე მუშაობს და აღჭურვილია 5-დიუმიანი დისპლეით (1280/720 პიქსელი), 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით და 13 მეგაპიქსელის კამერით.