reportiori.ge - ლევან კობიაშვილი: შევთანხმდით, რომ კახა ცხადაძესთან შეწყდეს ხელშეკრულება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:41
სპორტი
ლევან კობიაშვილი: შევთანხმდით, რომ კახა ცხადაძესთან შეწყდეს ხელშეკრულება
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 13:57



საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ აღმასკომის წევრებთან ერთად მოლაპარაკებების გზით მივიდნენ იმ შეთანხმებამდე, რომ კახა ცხადაძეს უნდა შეუწყდეს ხელშეკრულება. განცხადება კობიაშვილმა აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ამასთან, ლევან კობიაშვილმა მზაობა გამოთქვა, კიდევ ერთხელ შეხვდეს კახა ცხადაძეს.


„მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, რომ ცხადაძე ნაკრების მწვრთნელი არ არის. ჩემი გადაწყვეტილება პრესკონფერენციაზეც ვთქვი. მე ჩავთვალე, რომ აღმასკომთან ერთად უნდა მესაუბრა. მივედით იმ შეთანხმებაზე აღმასკომთან, რომ მოლაპარაკებების გზით კახა ცხადაძესთან შეწყდეს ხელშეკრულება. მზად ვარ, კიდევ ერთხელ შევხდე და ვისაუბროთ, თუ როგორ შევწყვიტოთ ხელშეკრულება ორმხრივი მოლაპარაკების გზით", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016