reportiori.ge - ფოთის წისქვილქარხანა და ნავმისადგომები ორგანიზებულმა ჯგუფმა დანაშაულებრივი სქემით მიითვისა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:43
სამართალი
ფოთის წისქვილქარხანა და ნავმისადგომები ორგანიზებულმა ჯგუფმა დანაშაულებრივი სქემით მიითვისა
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 14:24


ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი იმედა დვალიძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ:


 

„21 იანვარს ჩვენ საჯაროდ მივმართეთ სასამართლო ხელისუფლებას და მოვითხოვეთ გადამჭრელი ზომების მიღება ფოთის წისქვილქარხნისა და ნავმისადგომების გარშემო მდინარე დავის განმხილველ მოსამართლეზე განხორციელებული უპრეცედენტო ზეწოლის აღსაკვეთად.

 

 

სამწუხაროდ, ოპონენტების საპასუხო განცხადებაში კვლავაც იყო საზოგადოების დეზინფორმაციის მცდელობა.  ყველა ასეთ ცდას არგუმენტებითა და ფაქტებით სასამართლოზე გავცემთ პასუხს, საზოგადოებას კი გვინდა, კიდევ ერთხელ ავუხსნათ, თუ რატომაა ეს საქმე მნიშვნელოვანი და პრეცედენტული საქართველოში სამართლიანობის  აღდგენისათვის.

 

2010 წელს ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისთვის  წისქვილქარხნის  წართმევასა და ნავმისადგომების იჯარის გაუქმებაში კერძო იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან (თიბისი ბანკი", კერძო პირები კოკი ოსიპოვი და სოსო დოლიძე)  ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ პროკურტურა, შსს და ნოტარიუსად ქცეული სასამართლო.

 

ეს საქმე სამაგალითოა იმდენად , რამდენადაც ანალოგიური სქემით არაერთი ბიზნესი იქნა დარბეული.  ახალმა ხელისუფლებამ აღკვეთა ბიზნესზე ძალადობა, მაგრამ დაზარალებულებისთვის სამართლიანობის აღდგენა კვლავაც პრობლემატურ საკითხად რჩება. გვესმის, რომ ეს არ არის ადვილი და ერთ დღეში გადასაწყვეტი საქმე, მაგრამ ვერსად გავექცევით იმ უდაფაქტს, რომ წართმეული ბიზნესების უდიდესი ნაწილი დღესაც წინა ხელისუფლების კარის ბიზნესმენების ხელშია და მათი მხრიდან ადგილი აქვს დანაშაულებრივად  მითვისებული ქონების გათეთრებისა და დაკანონების ცდებს.

 

ჩვენი საქმე პრეცედენტულია იმდენად, რამდენადაც დაზარალებულებისათვის შედეგი იქნება ორიენტირი ბიზნეს სამყაროში დაძაბულობის მოხსნისა და სამართლიანობის დასამკვიდრებლად.

 

ჩვენ დავიწყეთ სამართლებრივი დავა, მაგრამ სერიოზულ პრობლემებს წავაწყდით. წინა ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაკავშირებული მოძალადე ბიზნეს-სტრუქტურები და კონკრეტული პირები,  დარჩნენ რა ზემოქმედების სახელისუფლო ბერკეტების გარეშე, ცდილობენ, დააშანტაჟონ ჯერ კიდევ სუსტი სასამართლო სისტემა და ფსიქოლოგიური ტერორისა და წნეხის  ქვეშ მიაღებინონ მათთვის სასურველი გადაწყვეტილება.

 

წისქვილქარხნის თემას ჩვენს წინა განცხადებაში შევეხეთ, ამჯერად ნავმისადგომებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რადგანაც იგი  თვალსაჩინო მაგალითია  იმისა, თუ როგორ სინქრონულად და ძალადობრივად მოქმედებდა ოპონენტთა ჯგუფი ქონებისა თუ ბიზნესის უკანონოდ დაუფლებისთვის.

 

ფოთის წიქვილქარხნის ფლობა აზრს კარგავს ნავმისადგომების გარეშე. ამიტომაც, ვანო ჩხარტიშვილის კომპანიებს ორივე ფრონტიდან შეუტიეს. თიბისი ბანკი" წიქვილქარხნის წინააღმდეგ ამუშავდა, ხოლო  საზღვაო ნავსადგურში ჩხარტიშვილის კომპანიებისთვის ნავმისადგომების იჯარის უფლების გაუქმების საქმეში დაინტერესებულ  სოსო დოლიძესთან  ერთად მთელი სახელისუფლებო მანქანა ჩაერთო.

 

უფრო მეტიც,სააკაშვილის ხელისუფლების ჩარევით და მითითებით  ფოთის წისქვილქარხნის  თიბისი ბანკისადმი" კრედიტის დასაფარი თანხა ჩხარტიშვილის პარტნიორს ბანკში გაუჩერეს, განუმარტეს, რომ ნავმისადგომით ვერც ის ისარგებლებდა და აიძულეს, უარი ეთქვა ჩხარტიშვილის  კომპანიების ქონების შეძენაზე.

 

იმავე წლის ივნისში ფოთის პორტმა ჩხარტიშვილის კომპანიებს სრულიად უსაფუძვლოდ შეუწყვიტა საიჯარო ხელშეკრულებები და ეს უფლება სოსო დოლიძის კომპანიას გადასცა.

 

მოწინააღმდეგე მხარემ მიზნის მისაღწევად გამოიყენა ყალბი საექსპერტო დასკვნა პორტში არსებული ამწეების თითქოსდა გაუმართაობასთან დაკავშირებით. არც ისაა გასაკვირი, რომ ჩვენ ფოთის საქალაქო სასამართლოში მაშინ საქმე წავაგეთ.

 

2014 წელს  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა  ოფიციალურად დადასტურა, რომ საექსპერტო დასკვნა ყალბი იყო. დაქირავებულ„ექსპერტებს" არ გადმოულახავთ საქართველოს საზღვარი, არ უნახავთ ეს ამწეები და ექსპერტიზა რეალურად არ განუხორციელებიათ.

 

ასეთია ჩვენი ბიზნესის დატერორების გამოცხადებული ქრონიკა, რომელიც, სამწუხაროდ,  დღეს სასამართლოს დაშანტაჟებით  გრძელდება და  არის  მცდელობა,  არაკანონიერი, გაყალბებული დოკუმენტებით წართმეული ქონება შეინარჩუნონ.

 

კიდევ ერთხელ მივმართავთ სასამართლო ხელისუფლებას მოსამართლეთა დასაცავად ზომების მიღებისაკენ, ხოლო ოპონენტებს მოვუწოდებთ  სახის შენარჩუნებისა და  სამართლებრივ სივრცეში დაბრუნებისკენ. ამასთან, ყველამ იცოდეს, რომ დისკრედიტაციის  ნებისმიერ მცდელობაზე  გვექნება  შესაბამისი  რეაგირება და საქმეს ბოლომდე, სამართლის აღდგენამდე მივიყვანთ", - ნათქვამია ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016