reportiori.ge - შსს-მ გორში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:09
სამართალი
შსს-მ გორში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 15:28


შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ილია გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1979 წელს დაბადებულ, ასევე წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევ, დათო ს-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დათო ს. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა ილია გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, გორში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016