reportiori.ge - დღეს ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:02
კულტურა
დღეს ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა
19 ნოემბერი, 2013. 18:14

დღეს, ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა. მეუღლე ქეთათო ჩარკვიანი „რეპორტიორთან" საუბარში იხსენებს იმ წლებს, როცა ერთმანეთი გაიცნეს და ერთად მღეროდნენ.

 


„ირაკლი გავიცანი მასთან სახლში, როდესაც მე 16 წლის ვიყავი, ის კი 33-ის. მას მერე არაერთხელ მოვხვდი მის კონცერტზე და ხშირად ვსაუბრობდით, ვმეგობრობდით და ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. თანდათან ძალიან მოგვეწონა ერთმანეთი და ამით კიდევ უფრო დავახლოვდით", - აღნიშნა ქეთათო ჩარკვიანმა.


დღეს ირაკლი ჩარკვიანს და ქეთათოს 9 წლის შვილი ნანა ჩარკვიანი ჰყავთ. მას მამა არ ახსოვს, რადგან პატარა იყო, როდესაც ირაკლი გარდაიცვალა. ნანას მამის შემოქმედებიდან ყევლაზე ძალიან „მოდი წავიდეთ" და „შენ აფრენ" მოსწონს.


„ძალიან მიყვარს მამას სიმღერები, მსიამოვნებს როდესაც ვუსმენ. ჩემთვის ყველაზე საყვარელი სიმღერაა „მოდი წავიდეთ", რადგან ძალიან სევდიანი და ერთ-ერთი ბოლო სიმღერაა. მამას სევდიანი სიმღერები ძალიან მიყვარს და ასევე მიყვარს სახალისო და ენერგიული სიმღერა, როგორიც არის „შენ აფრენ". ერთ-ერთი პირველი სიმღერა, რომელიც ქეთათოსთან ერთად აქვს ჩაწერილი და ალბათ, ერთად შესრულებული რომ არის, მაგიტომ მომწონს", - განაცხადა ნანა ჩარკვიანმა.


პატარა ნანაც მღერის, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, ისეთი ძლიერი და ნიჭიერი არ არის სიმღერაში, როგორც ირაკლი.


„რეპორტიორი" ირაკლის მამას, გელა ჩარკვიანსაც დაუკავშირდა. როგორც მან საუბარში აღნიშნა, უსამართლობაა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი მიდის ამ ქვეყნიდან. ირაკლი თითქოს გრძნობდა, რომ ეს მოხდებოდა, რადგან არ სურდა დაბერება. ამ დღის აღსანიშნავად ყოველთვის იკრიბებიან ოჯახის წევრები და იხსენებენ ირაკლის.


მეფე" - ცნობილი ქართველი პოეტი და მუსიკოსი ირაკლი ჩარკვიანი  დაიბადა 1961 წელის 19 ნოემბერს. მან განათლება კლასიკური ფორტეპიანოს განხრით მიიღო 1967-1974 წლებში. შემდეგ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - დასავლეთ ევროპისა და ამერიკული ლიტერატურისფაკულტეტი.


ჩარკვიანის მუსიკალური მოღვაწეობა 1976 წელს დაიწყო, ჯგუფ „არიშთან" ერთად. მუსიკოსის შემდეგი ჯგუფი იყო ნაკლებად ცნობილი, ინდი ჟანრის კოლექტივი ტაქსი", რომელშიც აგრეთვე უკრავდნენ დადა დადიანი, ბიჭიკო ოსიპოვი და კახა კიკაბიძე. ალბომის „ტაქსი" პირველი გამოცემის შემდეგ, მსმენელებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს მათი მუსიკის მიმართ. ტაქსის წარმატების მწვერვალი 90-იანების დასაწყისი იყო. ამ პერიოდში ჩატარებული ყველაზე ცნობილი კონცერტებიდან, აღსანიშნავია თბილისის ფილარმონიასა და ქუთაისში, ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში მოწყობილი კონცერტები.

ირაკლის პირველი სოლო-გამოჩენის მაუწყებელი იყო სიმღერა "War is Over". მისი პირველი სოლო-დისკი, Svan Songs ჩაიწერა და 1993 წელს გერმანიაში გამოიცა. ეს მნიშვნელოვანი სოლო-დებიუტი იყო და დღემდე ითვლება 90-იანებში ჩაწერილი ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად.


1994-1995 წლებში ჩარკვიანი მუშაობდა მუსიკაზე კინოფილმისათვის ორფეოსის სიკვდილი.


1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი „აფრენ". 1999 წელს გამოჩნდა სიმღერა საქართველო, 2000 წელს შემდეგი დამოუკიდებელი სიმღერა უსაფრთხოება. ირაკლის მორიგი სტუდიური დისკი „ამო" გამოჩნდა 2001 წელს. ეს ალბომი ცნობილია სიმღერებით სექსი და ორღანი 78".


2004 წელს გამოჩნდა ალბომი „სავსე", რომელიც დაემთხვა ირაკლის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენას. ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია ვიცი რომ", აქ ხარ" და ნანასი". ეს პერიოდი აგრეთვე გამოირჩევა მისი შემოქმედებითი აქტიურობით - შინაურ სტუდიაში იგი მუშაობდა ბევრ ახალ სიმღერაზე და, პარალელურად, საკმაოდ ხშირად იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს საკუთარ სიმღერებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად მეფე" აირჩია.


2006 წლის 25 თებერვალს მუსიკოსი გარდაიცვალა საკუთარ სახლში. მოგვიანებით, 2007 წელს, ცნობილმა მუსიკოსებმა, სპეციალური ალბომი მიუძღვნეს მის ხსოვნას: ჯგუფებმა 33, მწვანე ოთახმა, Outsider, ვაკის პარკმა, The Young Georgian Lolitaz, ზუმბა და სხვა შემსრულებლებმა. დისკს "ქაღალდის გემი - Tribute ალბომი" ეწოდება.


მოგვიანებით, შეგროვებული იქნა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა მისი ბოლო სტუდიური ალბომი ძირს მეფე! შემდგომში მსგავსი სახით გამოჩნდა გამოუცემელი მასალის კიდევ ერთი კრებული, თეთრი ღმერთი".


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016