reportiori.ge - აზერბაიჯანული მედია: ქართველებო, გილოცავთ ცხადაძის გაშვებას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:43
სპორტი
აზერბაიჯანული მედია: ქართველებო, გილოცავთ ცხადაძის გაშვებას!
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 18:55


აზერბაიჯანული პრესა აქტიურად აშუქებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ეროვნული ნაკრების მწვრთნელს შორის მიმდინარე კონფლიქტს. კახა ცხადაძეს რამდენიმეწლიანი მუშაობის პერიოდში ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან. ცხადაძის გათავისუფლებას ერთ-ერთი პოპულარული ვებგვერდი azerifootball.com-ის დირექცია ამგვარად ეხმაურება:


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ქართველ ხალხს კახა ცხადაძესთან დაშორებას ვულოცავთ! ჩვენი ვებგვერდი ხშირად აშუქებდა ცხადაძის საქმიანობას აზერბაიჯანში, სადაც ის წლების განმავლობაში იტყუებოდა და ფლანგავდა სპონსორის ფულებს. სხვათა შორის, „ინტერის" სპონსორი ჯახანგირ გაჯიევი ამჟამად დაპატიმრებულია. სპორტული პრინციპების საწინააღმდეგოდაც, ის თავის ვაჟს, ბაჩანას განგებ აძლევდა ბევრ სათამაშო წუთს, რათა მისი ხელფასი გაეზარდა და თან დამატებითი წუთებისთვის ბონუსებიც მიეღო. „ინტერში" 6-წლიანი მუშაობის პერიოდში ცხადაძემ 49 უცხოელი ფეხბურთელი მოიწვია, რომლებთანაც ახლო ურთიერთობები აკავშირებდა და მათგან მხოლოდ 5-6 თუ იყო გადახდილი თანხის შესაბამისი დონის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობას მართებდა, გაცილებით ფრთხილად მოჰკიდებოდა ამ საკითხს. აზერბაიჯანში ყოფნის დროს ცხადაძემ ძალიან დიდი შუღლი გააღვივა ჩვენს საფეხბურთო საზოგადოებაში, პრესა კი სამართლიანად უცხადებდა მას ბოიკოტს. ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ადრე თუ გვიან ცხადაძე საქართველოშიც გამოავლენდა თავის ხასიათს და სანანებლად გაუხდიდა ქართველ საზოგადოებას ამ საპატიო პოსტზე დანიშვნას. მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, რომელსაც უზარმაზარი საფეხბურთო ტრადიციები გააჩნია"...



http://www.azerifootball.com/ru/13/news/30518.html


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016