reportiori.ge - ფატუ ბენსუდა არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი პირის დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:38
სამართალი
ფატუ ბენსუდა არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი პირის დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვოს
ავტორი:
28 იანვარი, 2016. 11:34


ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორ ფატუ ბენსუდას მოთხოვნა 2008 წლის ომის გარემოებების გამოძიების შესახებ.


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. პროკურორი ამბობს, რომ გამოძიება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იქნება:


„საქმის წინასწარი პალატის მიერ გაკეთებული დასკვნა წინასწარია და ემსახურება იმის დადგენას, გამართლებულია თუ არა გამოძიების დაწყება. ეს გადაწყვეტილება არ გულისხმობს რაიმე დასკვნას კონკრეტულ პირთა დანაშაულის ან უდანაშაულობის შესახებ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოპოვებული მტკიცებულებები მოგცემს გონივრულ საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ პირი პასუხისმგებელია სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ არსებული სისხლის სამართლის დანაშაულებზე, მე მოსამართლეებს დაკავების ან დაკითხვაზე დაბარების ორდერის გასაცემად მივმართავ.

 

ამ ოფისის გამომძიებლები შეაგროვებენ აუცილებელ მტკიცებულებებს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად, სხვადასხვა წყაროდან. გამოძიება გაგრძელდება ყველა საჭირო მტკიცებულებების შეგროვებამდე. პროკურატურას გამოძიების ფარგლებში ყველა მხარის სრული მხარდაჭერისა და თანამშრომლობის იმედი აქვს.

 

გარკვეულ დრომდე როგორც საქართველოს, ისე რუსეთის კომპეტენტური ხელისუფლებები ჩართულები იყვნენ გამოძიებაში მათ წინააღმდეგ, ვინც სავარაუდოდ, ყველაზე მეტად იყო პასუხისმგებელი ზოგიერთ გამოვლენილ დანაშაულზე. ამ საგამოძიებო მოქმედებებში, თანმხლები პრობლემებისა და შეყოვნებების მიუხედავად, პროგრესი შეიმჩნეოდა. თუმცა გასული წლის მარტში საქართველოში შესაბამისი ნაციონალური პროცედურები გაურკვეველი ვადით შეჩერდა. ჩვენი ოფისი განაგრძობს ანალოგიური პროცედურის მონიტორინგს რუსეთში, სადაც, ოფისის ინფორმაციით, ეს პროცესი გრძელდება", - ნათქვამია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016