reportiori.ge - ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:40
სამართალი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
ავტორი:
28 იანვარი, 2016. 13:31


რუსული მედიის ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გარემოებების გამოძიების დაწყებას ეხმაურება.


დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი ტასოევის განცხადებით,  ჰააგის სასამართლო გამოძიებისას გვერდს ვერ აუვლის ქართველი ჯარისკაცების მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ ათასობით ჩვენებას:


„ყველა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ქართველი სამხედროების მიერ სამხრეთ ოსეთში ჩადენილ სისასტიკეს, შეგროვდა და გადაეცა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. მტკიცებულებების ბაზაში დეფიციტი არ არის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორები მინიმალური მიუკერძოებლობის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებენ გვერდი აუარონ ამ მრავალრიცხოვან მტკიცებულებებს", - განაცხადა ტასოევმა.



შეგახსენებთ, ჰააგის სასამართლომ პროკურორ ფატუ ბენსუდას საქართველოს საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების ნება დართო. საქმე ეხება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც სასამართლო კოლეგიის დასკვნით, ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაშია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016