reportiori.ge - იმედა დვალიძე: ოპონენტები მოსამართლეზე ზეწოლას ყალბი დოკუმენტების გადასაფარად ახდენენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:45
სამართალი
იმედა დვალიძე: ოპონენტები მოსამართლეზე ზეწოლას ყალბი დოკუმენტების გადასაფარად ახდენენ
ავტორი:
28 იანვარი, 2016. 15:10


ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი იმედა დვალაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ:


დღეს ხელისუფლება არ ერევა სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.  დღეს  პროკურატურა სასამართლოს არ აძლევს მესაკუთრეებისთვის ქონების ჩამორთმევის დავალებებს. დღეს, განსხვავებით 2010 წლისაგან, ვანო ჩხარტიშვილის ოპონენტები მოკლებულნი არიან ზემოქმედების ამგვარ ბერკეტებს. ამიტომაც, გასაგებია თუ რატომ გადაინაცვლეს მათ სასამართლო დარბაზებიდან საჯარო სივრცეში და რატომ ცდილობენ  უკანონოდ მოპოვებული აქტივების შესანარჩუნებლად სასამართლოს დაანტაჟებას.

 

საქმე კი იმდენად მარტივია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, იურიდიულ ნიუანსებთან წვდომის მიუხედავად,  შეუძლია მისი შეფასება. ერთ მხარეს ვართ ჩვენ, რომლებსაც ფოთის ნავმისადგომების იჯარის უფლება უკანონოდ ჩამოგვართვეს და მეორე მხარეს არის სააკაშვილის ფავორიტი ბიზნესმენი, კომპანია „ტრანსფორდის"  მფლობელი სოსო დოლიძე.

 

ერთ მხარეს არის სიმართლე, და მეორე მხარეს არის გამოგონილი მიზეზები და ყალბი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ფოთის საქალაქო სასამართლომ 2010 წელს მოძალადეებს  ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესის წართმევის დანაშაულებრივი სქემა დაუკანონა, ხოლო 2015 წელს უარი განგვიცხადა ახალ გარემოებად მიეჩნია  ამ სიყალბის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი და განეახლებინა დავა.

 

ერთ მხარეს არის ქართული სამართალი და მოსამართლე, ხოლო მეორე მხარეს, მოძალადე, რომლისთვისაც უკანონოდ მოპოვებული ქონების დაცვისთვის, არც სამართალი არსებობს და არც მოსამართლეზე ზეწოლას ერიდება. სამართლებრივ ნონსენსად წარმოაჩენს  მოწინააღმდეგე მხარე საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვას. არადა გაუგონარი   სამართლებრივი აბსურდი და წარსულთან შეხვედრის მცდელობაა  ფოთის სასამართლოს საეჭვო აქტიურობა თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადი საქმე  დაექვემდებარებინა.  ეს ყოველივე ცნობილია  ოპონენტებისთვის, მაგრამ მათთვის ისიც ცხადია, რომ  საქმე წაგებულია და ხმაურითა და აჟიოტაჟით ცდილობენ მოსამართლეზე ზეწოლას.

 

ერთ მხარეს არის სამართლიანობის აღდგენის კანონიერი მოთხოვნა და მეორე მხარეს - ცრუ ექსპერტები, რომლებმაც  ნავმისადგომების ამწეების მდგომარეობის  შესახებ ისე დაწერეს უარყოფითი დასკვნა, საქართველოს საზღვარიც კი არ გადმოუკვეთავთ. არადა, ეს ყალბი დოკუმენტი გახდა  ვანო ჩხარტიშვილის კომპანიებისითვის იჯარის უკანონოდ გაუქმების  იურიდიული საფუძველი.

 

რასაკვირველია, სამართლიან სასამართლო პროცესს მოვიგებთ სადაც არ უნდა გაიმართოს იგი: ფოთში, თბილისში, ქუთაისში თუ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში. მოვიგებთ ყველა პროცესს, რომელიც ამ დავას ეხება და არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, რადგან მთავარი დოკუმენტი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს, უბრალოდ ყალბია", - ნათქვამია განცხადებაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016