reportiori.ge - მაია ასათიანი 21 საათზე „კურიერში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:43
მედია
მაია ასათიანი 21 საათზე „კურიერში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს
ავტორი:
28 იანვარი, 2016. 15:45


„რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა „პროფილში" დღეს დაანონსებულ გადაცემასთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოთქვა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა. ომბუდსმენმა მოუწოდა ტელეკომპანიას, არ გაუშვას დღევანდელი გამოშვება ეთერში.


ანალოგიური თხოვნით მიმართა ტელეკომპანიას პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ. http://reportiori.ge/?menuid=3&id=87418


გადაცემის ავტორი მაია ასათიანი აცხადებს, რომ დღევანდელი „პროფილი" არ ეძღვნება ბავშვთა სუიციდს და ეს არ არის მისი მთავარი თემა. გთავაზობთ განცხადებას, რომელიც „პროფილის" facebook-გვერდზე გავრცელდა:


„დღევანდელი გადაცემა არის არა სუიციდზე, როგორც ამას ის ადამიანები ამტკიცებენ, ვისაც გადაცემა არ უნახავს, არამედ სუიციდის პრევენციაზე! გადაცემის სტუმრები, გამოცდილი და ძალზე კომპეტენტური ფსიქოლოგები და ფსიქიატრები მსჯელობენ, როგორ დავეხმაროთ გარდატეხის ასაკში მყოფი შვილების მშობლებს პრობლემების დაძლევაში! მოვუწოდებ ყველას, ხელოვნურად ნუ ქმნიან სკანდალს იქ, სადაც ის არ არის. არ მესმის, რატომ კეთდება წინასწარი შეფასებები, როცა გადაცემა არავის უნახავს. დღევანდელი „პროფილი" არ არის სუიციდზე!" - ნათქვამია განცხადებაში.


ამასთან, მაია ასათიანი დღეს, 21 საათზე, „კურიერის" ეთერში საგანგებო განცხადებას გააკეთებს. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016