reportiori.ge - ვახტანგ მაისაია: ეს ნიუანსები საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლებისთვის არასასიამოვნო იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:45
სამართალი
ვახტანგ მაისაია: ეს ნიუანსები საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლებისთვის არასასიამოვნო იქნება
28 იანვარი, 2016. 18:12


2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ჰააგის საერთაშორისო სასამართლო გამოიძიებს. როგორც პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ „რეპორტიორს" განუცხადა, ჰააგის სასამართლოს გამოძიების შედეგად დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც მაშინ იყვნენ წამყვან თანამდებობეზე როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ხელისუფლებაში.



„გავეცანი ინფორმაციას ჰააგის ტრიბუნალის ვებგვერდზე, სადაც გამახვილებულია ყურადღება საქართველოში ჩადენილ დანაშაულებზე, კერძოდ, ეთნიკური ქართველების იძულებით გადაადგილებაზე, ეს დადებითი მომენტია. იქ არის ასევე საინტერესო ნიუანსები, რაც საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის არასასიამოვნო იქნება. საუბარია სამშვიდობოებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულია, რომ ცხინვალი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს ტერიტორია და მოხსენიებულია როგორც საქართველოს ერთიანი ტერიტორიის ნაწილი. ანუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სრულად მხარდაჭერილია", - განაცხადა მაისაიამ.


მისი თქმით, განაჩენი შეეხება არა ქვეყნებს, არამედ კონკრეტულად პოლიტიკოსებს, რომლებიც წარმოადგენდნენ რუსეთის და საქართველოს ხელისუფლების იმდროინდელ ელიტას. „საქართველო და რუსეთი აგებენ პასუხს იმ პოლიტიკოსების სახით, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული. ჰააგის ტრიბუნალი სწორედ პოლიტიკოსებს გაასამართლებს", - განუცხადა „რეპორტიორს" მაისაიამ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016