განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმ სკოლებში, სადაც ამჟამად გრიპის ვირუსის გამო სწავლა შეჩერებულია, პირველი თებერვლიდან სწავლა განახლდება.
ლია გიგაურმა #87 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დაათვალიერა, თუ როგორ ახორციელებს სკოლა ჯადაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს.
„გუშინდელი მდგომარეობით სწავლა 276 სკოლაში იყო შეწყვეტილი გაცდენების გამო, დღეს ამ სკოლებს კიდევ 15 საჯარო სკოლა დაემატა, რომელთაგან ერთი თბილისშია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთб მონიტორინგი ვაწარმოოთ ადგილზე სკოლებშიб რამდენი სწორად ხდება პრევენციული ღონისძიებების გატარება.
ყველა იმ სკოლაშიб სადაც ამჟამად სწავლის პროცესი შეჩერებულია, სწავლა პირველი თებერვლიდან განახლდება. სკოლებში ადგილზე გასვლას, დასწრებისა და რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგს კვლავაც გავაგრძელებთ. იმ შემთხვევაშიб თუ იქნება დამატებითი რისკები, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით დამატებით გადაწყვეტილებებს მივიღებთ", - განაცხადა ლია გიგაურმა.