reportiori.ge - აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის მამა ხელისუფლებასა და საზოგადოებას მიმართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 08:14
საზოგადოება
აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის მამა ხელისუფლებასა და საზოგადოებას მიმართავს
ავტორი:
29 იანვარი, 2016. 13:27


2008 წლის აგვისტოს ომში, სოფელ შინდისში დაღუპული ერთ-ერთი ჯარისკაცის მამა - ვაჟა შეყლაშვილი ხელისუფლებასა და მოსახლეობას დახმარებას სთხოვს. როგორც ვაჟა შეყლაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იგი ხელისუფლებას სთხოვს, რომ დაეხმაროს ბრინჯაოს პორტრეტული მონუმენტის დასრულებაში, რომელიც შინდისში დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის სხოვნას ეძღვნება.


შეყლაშვილის თქმით, მონუმენტი მეშვიდე წელია იგება და მის დასასრულებლად 800 000 ლარია საჭირო. ვაჟა შეყლაშვილი დახმარებას საზოგადოებასაც სთხოვს, რადგან მისი თქმით, შინდისში დაღუპულმა ჯარისკაცებმა საქვეყნო, სახალხო საქმე გააკეთეს.


„მეშვიდე წელია, 12-მეტრიანი მონუმენტის მშენებლობა მიმდინარეობს. დღემდე ვერ მოვაბით თავი, რომ დაგეფინანსებინა ბოლომდე, რომ ძეგლის ავტორს მისი დასრულების საშუალება მიეცეს. რამდენჯერმე მივმართეთ მთავრობას, მაგრამ ჯერჯერობით საქმე ადგილიდან არ იძვრის.

 

რამდენიმე ხნის წინ ბატონმა ზაქარია ქუცნაშვილმა მოუწოდა ყველა მუნიციპალიტეტს, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩვენი ფონდის დაფინანსებაში. ერთადერთი, ვინც ამ საქმეში თავი გამოიდო და დაგვეხმარა, არის გორის მუნიციპალიტეტი და მისი გამგებელი დავით ონიაშვილი. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდით მას. ონიაშვილი 33 000 ლარით დაგვეხმარა. მაგრამ ეს თანხა საკმარისი არ არის და ჩვენ დაახლოებით 800 000 ლარი გვჭირდება, რომ მონუმენტი დავასრულოთ. მოვუწოდებთ სახელმწიფოს, დაგვეხმაროს მონუმენტის დასრულებაში. ასევე დახმარებას ვთხოვთ საზოგადოებას, რადგან ამ ბიჭებმა გააკეთეს სახალხო, საქვეყნო საქმე", - განაცხადა ვაჟა შეყლაშვილმა.


2008 წლის აგვისტოს სოფელ შინდისში, ჩასაფრებაში მოყოლილი 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. სწორედ მათ სახელზე იგება ბრინჯაოს პორტრეტული მონუმენტი.


გთავაზობთ საბანკო რეკვიზიტებს, სადაც შესაძლებლობა გაქვთ, გადარიცხოთ თქვენთვის სასურველი თანხა და მხარდაჭერა გამოუცხადოთ პროექტს „შინდისის გმირები":



შინდისის გმირების მემორიალის ფონდი

ბანკის კოდი:  LBTRGE22

საბანკო ანგარიშის ნომერი: GE89LB0115119772084000 (ლარში)

                                                   GE89LB0115119772084001 (დოლარში)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016