reportiori.ge - საქართველოში ცხვრის კატარალური ცხელების არსებობა არ დასტურდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 08:27
საზოგადოება
საქართველოში ცხვრის კატარალური ცხელების არსებობა არ დასტურდება
ავტორი:
29 იანვარი, 2016. 14:25


სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოს ტერიტორიაზე ვირუსული დაავადების - ცხვრის კატარალური ცხელება (Bluetongue)  - არსებობას არ ადასტურებს:

 

„მიმდინარე თვის დასაწყისში,  თბილისის მახლობლად, ერთ-ერთ ფერმაში წვრილფეხა პირუტყვის დაცემის ფაქტი აღინიშნა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაუყოვნებლივ გაატარა ვეტერინარიული  და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები.  პირველადი ლაბორატორიული კვლევით დაისვა ცხვრის კატარალური ცხელების დიაგნოზი.

 

საქართველო ცხოველთა მსოფლიო  ჯანდაცვის ორგანიზაციის (OIE)  წევრი ქვეყანაა. აღებული ვალდებულებების შესაბამისად, შესაბამისმა სამსახურებმა პირველადი დიაგნოზის შესახებ  ოპერატიულად აცნობეს აღნიშნულ ორგანიზაციას.

 

აღებული  ნიმუშები გადაიგზავნა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  პირბრაიდის (დიდი ბრიტანეთი) რეფერალურ ლაბორატორიაში - გაგზავნილი 11 ნიმუშიდან ცხვრის კატარალური ცხელება არცერთში არ აღმოჩნდა. აღნიშნულის შესახებ დამატებით ეცნობა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

 

სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების კეთილსაიმედოობის მიზნით ახორციელებს  ვეტერინარიულ ღონისძიებებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ვაქცინაციის და ცხოველთა იდენტიფიკაციის პროცესი, რაც ხელს უწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვასა და მიკვლევადობას", - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016