reportiori.ge - "თუ ადამიანი სათხილამურო ტრასაზე საფრთხეს უქმნის ვინმეს სიცოცხლეს, გაფრთხილდება, შემდეგ კი - დაჯარიმდება"
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 08:06
საზოგადოება
"თუ ადამიანი სათხილამურო ტრასაზე საფრთხეს უქმნის ვინმეს სიცოცხლეს, გაფრთხილდება, შემდეგ კი - დაჯარიმდება"
ავტორი:
29 იანვარი, 2016. 15:35


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ მთავრობის სხდომაზე გაიტანა ორი კანონპროექტი, ერთი ეს არის - საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები და მეორე - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები.


 

პირველ რიგში, ალბათ, ყველასთვის ძალიან აქტუალურია ჩვენს სასრიალო ტრასაზე არსებული მდგომარეობა. მოგეხსენებათ, რომ ერთი კვირის წინ, სასრიალო ტრასებზე უკვე მთის პატრული, მოთხილამურე პატრული გამოჩნდა, რომელიც ჩვენი მოსახლეობისა და ტურისტების მხრიდან ძალიან დადებითად იყო აღქმული, თუმცა ამას სჭირდება საკანონმდებლო დარეგულირება. შესაბამისად, დღეს ჩვენ საქართველოს მთავრობაზე გავიტანეთ კანონპროექტი, რომელიც შემდგომ უკვე პარლამენტს გადაეგზავნება.
განისაზღვრა ძირითადი ტერმინები და ის ძირითადი არეალი, სადაც აღნიშნული კანონი იმოქმედებს, მათ შორის განისაზღვრა სათხილამურო ტრასა, თოვლმავლით სიარულის არეალი, მოხდა გარეკვეული შეზღუდვები, მათ შორის შეზღუდვა ალკოჰოლურ მდგომარეობაში თოვლმავლის ტარების, ასევე ალკოჰოლურ მდგომარეობაში სრიალის, 16 წლამდე მოზარდებისათვის თოვლმავლის ტარების. ასევე, კანონპროექტით იზღუდება მარკირებულ სასრიალო ტრასებზე თოვლმავლით სიარული, რადგან თოვლმავალი შედიოდა იქ, სადაც ჩვეულებრივი მოთხილამურეები შედიოდნენ და საფრთხეს უქმნიდა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.



რაც შეეხება ჯარიმებს, მინისტრის განცხადებით, თოვლმავალთან მიმართებაში პირველ შემთხვევაში შეიძლება იყოს გაფრთხილება ან ჯარიმა 100 ლარის ოდენობის, მეორე შემთხვევაში არის ჯარიმა 200 ლარი, ხოლო მესამე შემთხვევა უკვე სხვა აქტებით რეგულირდება.



ადამიანი, რომელიც სრიალებს, არის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ან არ არის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ აშკარად უქმნის საფრთხეს თავის და სხვის სიცოცხლეს, ამ შემთხვევაში პირველ რიგში არის გაფრთხილება და თხოვნა, რომ ასე არ მოიქცეს, ამის შემდეგ არის ჯარიმა 20 ლარი და სასრიალო საშუალების ერთდღიანი ჩამორთმევა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016