reportiori.ge - დავით სერგეენკო: პაციენტები უკვე მიიღებენ იაფ მედიკამენტებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 08:15
საზოგადოება
დავით სერგეენკო: პაციენტები უკვე მიიღებენ იაფ მედიკამენტებს
ავტორი:
29 იანვარი, 2016. 15:58


კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას" იაფი მედიკამენტები ქართულ ბაზარზე დღეს გამოჩნდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, განაცხადა.


მიჭირდა ყოველთვის, რაღაც კონკრეტული თარიღი მეთქვა, მაგრამ ახლა შემიძლია, კონკრეტული თარიღი გითხრათ, რომ დღეს გამოჩნდება პირველი მედიკამენტები. დღეს არის დაგეგმილი პირველი აქტივობა, თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დღეს პირველი პაციენტები უკვე მიიღებენ ამ ხელმისაწვდომ მედიკამენტებს. შევახსენებ საზოგადოებას, რომ ჩვენი ამოცანა არ ყოფილა ერთი რომელიმე კომპანიის ლობირება, არამედ სისტემის შექმნა, რომელსაც ორი კომპონენტი ექნებოდა: ერთი, ხარისხის კონტროლი და მეორე, კონკურენციის უზრუნველყოფა. ამ გადადგმულმა ნაბიჯებმა უკვე გამოიღო შედეგი და მე შემიძლია კონკრეტული თარიღი გითხრათ. დიახ, დღეს იწყება, როცა ერთი კომპანია უკვე გამოჩნდა და იწყებს კონკრეტულ ქმედებებს. იმედია, რომ ეს ერთადერთი არ იქნება და კონკურენციის გახსნა თავის დადებით გავლენას იქონიებს",- აღნიშნა დავით სერგეენკომ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016