reportiori.ge - „ჰუმანითი ჯორჯიას“ ხელმისაწვდომი მედიკამენტები აფთიაქებში მალე გამოჩნდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 08:05
საზოგადოება
„ჰუმანითი ჯორჯიას“ ხელმისაწვდომი მედიკამენტები აფთიაქებში მალე გამოჩნდება
ავტორი:
29 იანვარი, 2016. 16:48


„ჰუმანითი ჯორჯიას" გენერალური დირექტორის ანდრეი კუზმას ინფორმაციით, ინტენსიურად მიმდინარეობს კომპანიის მედიკამენტების დასაწყობება და ძალიან მალე 250-მდე დასახელების ხშირი მოხმარების პრეპარატი ხელმისაწვდომ ფასად აფთიაქებში გაიყიდება.


ამის შესახებ კუზმამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადა. დღეს რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ფარმაცევტულმა კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიასგან" ჰუმანიტარული დახმარება მიიღო. ეს არის „ჰუმანითი ჯორჯიას" მიერ შემოტანილი კარდიოლოგიური და ანტიბიოტიკის ჯგუფის პრეპარატების მოცულობითი პარტია, რომელიც  საავადმყოფოს პაციენტებისთვისაა განკუთვნილი.


მოხარული ვარ, რომ დღეს პირველი ქართველი პაციენტი უკვე მიიღებს „ჰუმანითი ჯორჯიას" მიერ შემოტანილ პრეპარატს. „ჰუმანიტი ჯორჯიას" უკლებლივ ყველა პრეპარატი დამზადებულია საუკეთესო ფარმაცევტულ ქარხნებში, რომლებიც ფლობენ  EU GMP-ის სერტიფიკატს და მათ ასევე გავლილი აქვთ ხარისხის სერიული კონტროლი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცერებულ ლაბორატორიებში. ეს არის, ძირითადად, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, რომლებიც პაციენტებისთვის აუცილებელია და ვფიქრობთ, ჩვენი ჰუმანიტარული მიმართულება პაციენტებს ყოფას შეუმსუბუქებს.

 

ჩვენი პრეპარატების მთავარი უპირატესობა, მაღალ ხარისხთან ერთად არის ის, რომ არსებულ ანალოგებთან შედარებით ისინი გაცილებით დაბალ ფასად იქნება წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე.  დარწმუნებული ვარ, ქართველი მომხმარებელი მოწონებით შეხვდება „ჰუმანითი ჯორჯიას" პრეპარატებს", - აღნიშნა ანდრეი კუზმამ.


მისივე განცხადებით, გარდა პირველ ეტაპზე, 250-მდე დასახელების EU GMP-ის სერტიფიკატის მქონე ხშირი მოხმარების ხარისხიანი პრეპარატის მისაღებ ფასად იმპორტისა, „ჰუმანითი ჯორჯიას" ამბიციური გეგმები აქვს ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების მიმართულებითაც. კერძოდ, კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით. გადაწყვეტილია 130 მლნ აშშ დოლარის ჯამური საინვესტიციო ღირებულების ულტრათანამედროვე ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობა, რომელიც ასევე აღჭურვილი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიით.


ანდრეი კუზმას განცხადებით, „ჰუმანითი ჯორჯია", ეს არის დინამიკურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის ფარმაცევტულ ბაზარზე და სურს დამკვიდრდეს ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016