reportiori.ge - „ნიღბები და რესპირატორები ღორის გრიპისგან ვერ დაგიცავთ!“- ცნობილი ექიმი ვირუსთან ბრძოლის შესახებ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 08:36
საზოგადოება
„ნიღბები და რესპირატორები ღორის გრიპისგან ვერ დაგიცავთ!“- ცნობილი ექიმი ვირუსთან ბრძოლის შესახებ...
ავტორი:
29 იანვარი, 2016. 21:54




რუსი ცნობილი ექიმი, ვიქტორ ტოპოლიანსკი „ნოვაია გაზეტასთან"  H1N1-თან, ანუ ე.წ. ღორის გრიპის ვირუსთან ბრძოლის შესახებ საუბრობს, სადაც საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს სრულიად ანგრევს.


ტოპოლიანკის  განცხადებით სახეზე აფარებული ნიღაბი ვირუსს ვერ შეაჩერებს, რადგან ვირუსის მატარებელი ნაწილაკები საკმაოდ მცირე ზომისაა, მათ ნიღაბში შეღწევა შეუძლიათ.

 

„პირველ რიგში გრიპის პროფილაქტიკისთვის სასურველია გამორთოთ ტელევიზორი. რადგან სამედიცინო გადაცემებში რაზეც საუბობენ, სრულებით არ ერგება რეალობას. მაგალითად, მე მოვისმინე, რომ გრიპის პროფილაქტიკისთვის ხალხს ნიღბების ტარებას ურჩევნდნენ. დღეს მეტროში ძალიან ბევრი ადამიანი ვნახე ნიღბით მოძრაობდნენ.  მარლის ნიღბები ან რესპირატირები კარგია ძლიერი ქარის დროს, როდესაც ქვიშანარევი ქარია და თქვენი სასუნთქი გზები უნდა დაიცვათ ქვიშისგან, მაგრამ არა ყოველდღიურად.

 

ნიღაბი და რესპირატორი ვირუსისგან ვერ დაგიცავთ! რადგან ვირუსი ძალიან მცირე ზომის ნაწილაკებისგან შედგება, რასაც ნიღაბშიც კი შეუძლია შეღწევა.

 

ასევე არაფექტურია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რადგან გრიპი ყოველ წამს განიცდის მუტაციას. ვაქცინა კი თითოეული შტამისთვის მზადდება. მაგალითად: თუ თქვენ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებთ, რომელიც მხოლოდ ერთი სახის შტამისთვის არის განკუთვნილი, ამ დროს ვირუსი მუტაციას განიცდის, ასევე ჩნდება ხოლმე ჰიბრიდული ვირუსები და ვაქცინა მათ ვეღარ უმკლავდება.

 

ღორის გრიპი ადამიანისა და იმ ვირუსის ჰიბრიდია, რითაც  ადრე ღორები ავადდებოდნენ. ასევე 1918- 1920 წლებში იყო ფრინველის გრიპი, რომელიც ადამიანური ვირუსისა და იმ ვირუსის ჰიბრიდია, რომლითაც ადრე ჩიტები ავადდებოდნენ.

 

საუკეთესო საშუალება პროფილაქტიკისთვის არის საკუთარი იმუნიტეტის გაუმჯობესება და ამაღლება. ამისათვის კი საჭიროა გაკაჟდეთ და ზაფხულში ზღვაზე დაისვენოთ. რადგან კანქვეშ ე.წ. სპეცალური „ღრუბლის უჯრედებია" განლაგებული, რომელებიც რუჯის მიღების დროს ვარჯიშობენ და ადამიანის იმუნური სისტემა უფრო გამძლე ხდება."


ვიქტორ ტოპოლიანსკის განცხადებით, თუ გრიპის ვირუსით მაინც დაინფიცირდით არ იჩქაროთ ანტიბიოტიკების მიღება, არდგან ისინი მთლიან მიკროფლორას ანადგურებენ, რაც ძალიან ცუდია ორგანიზმისთვის.


„როდესაც თქვენი ტემპერატურა თუნდაც 39-ს აღწევს, ეცადეთ სიცხე პარაცეტამოლით ან ასპირინით დაიგდოთ. ტემპერატურის აწევა იმის ნიშანია, რომ თქვენი ორგანიზმი ვირუსს ებრძვის. ანტიბიოტიკების მიღებისას კი მთლიანი მიკროფლორა ნადგურდება."

 


წყარო http://www.novayagazeta.ru/society/71595.html




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016