reportiori.ge - ცოტნე გამსახურდია: იცით, როდის შემძულდა სააკაშვილის რეჟიმი?...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 08:24
საზოგადოება
ცოტნე გამსახურდია: იცით, როდის შემძულდა სააკაშვილის რეჟიმი?...
ავტორი:
30 იანვარი, 2016. 00:11


ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:


 "როდესაც ყვავილის არომატს შეიგრძნობ და წამით გავიწყდება სამყაროცა და საკუთარი თავიც... როდესაც მწყურვალი წყალს დაეწაფები და აღარაფერია გარდა წყურვილის დაცხრობისა... ავადმყოფს, გაჭირვებულს დაინახავ უცებ და დაგიპყრობს თანაგრძნობა, და არაფერი რჩება მის გარდა... ესაა იოგა - ასე ფიქრობენ ინდოელები. გონებისა და სხეულის, შინაგანისა და გარეგანის, სამყაროსა და ადამიანის - ერთიანობა...

 

გულწრფელობაც სწორედ ამითაა ფასეული. მის ძალას კლდის განგრევა შეუძლია - ასე ასწავლიან შაოლინის ბერებს. თუ თქვენ მთელ გულს ჩააქსოვთ მშვილდში, ქვას გახვრიტავსო სიწრფელის სული. ცხოვრება - ნიღბების, დუბლიკატების, გეგმის გარეშე. არ აგერიოთ იმპულსურობაში. მე სპონტანურობისა და სიანკარის ერთობაზე ვლაპარაკობ. როცა ერთდროულად - თავისუფალი ხარ და აღარაა დაყოფა სუბიექტად და ობიექტად...

 

დღეს სამკურნალოდ ვიყავი, პროცედურებზე. მეექვსე წელი ხდება, ვერა და ვერ გავუმკლავდი ბოლომდე შიმშილობისდროინდელ ატროფიას. ჩემი რეაბილიტოლოგი ერთი უბრალო ახალგაზრდა ბიჭია. უბრალოთქო, ვამბობ, თუ ვინმე შეიძლება იყოს "ბრალიანი" ამქვეყნად...

 

მეგობრულ, გულწრფელ საუბარს შევყევით. მომიყვა: რამოდენიმე წელი თურქეთში უმუშავია უნარშეზღუდული პირების და მოხუცების რეაბილიტაციაზე. გასაოცარი სიყვარულით და თანაგრძნობით იხსენებდა თავის პაციენტებს: პირველი თვეები ძალიან მიჭირდა, სიზმრად

ვხედავდიო დაავადებულებს, იმდენად გულთან მიჰქონდა ყველაფერი... მათ გარეშე ცხოვრება აღარ შემეძლოო. ცერებრალური დამბლით დაავადებულებს, უხელფეხო ადამიანებს, ზოგადად - უნარშეზღუდულებს, ჩემი დაკვირვებით, სიყვარულის გამოხატვის საოცარი უნარი აქვთო... რამოდენიმეჯერ ფსიქოლოგთანაც მოუწია მისვლა განცდების სიმძიმის გამო. თურმე ყველა ტიროდა, როდესაც თურქეთიდან მოდიოდნენ...

 

წამით დამიდგა თვალწინ ჩვენი შეუგნებელი საზოგადოება. სადაც მშობლები შშმ ბავშვების მათ შვილებთან ერთად სწავლას ეწინააღმდეგებიან... სადაც არ არსებობს ადაპტირებული გარემო და ეტლით მოსარგებლე ქუჩაშიც ვერ გამოვა, რომ მოუნდეს ან დაჭირდეს... სადაც სახელმწიფო მათ მათხოვრულ გროშებს ურიცხავს. შუა ქუჩაში - უნარშეზღუდულთათვის განკუთვნილ ადგილებზე და იშვიათ პანდუსებთან გაჩხერილ გრუზინების მანქანებზე უკვე აღარაფერს ვამბობ...

 

P.S. არასდროს მითქვამს... იცით, როდის შემძულდა სააკაშვილის რეჟიმი? როდესაც მერიასთან შეკრებილ შშმ პირებს სპეცრაზმმა თავები დაუსისხლიანა! გახსოვთ?

 

P.P.S. ჭეშმარიტად, კიდევ უარეს დღეში ყოფნას ვიმსახურებთ!"


(c) ცოტნე გამსახურდია


წყარო


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016