ჯანმრთელობის მინისტრი დავით სერგეენკო გადაცემა „პოლიტიკაში" საზოგადოებას რჩევებს აძლევს თუ როგორ უნდა ავირიდოთ გრიპის ვირუსით თავიდან:
„გრიპით გახშირებული ავადობა საზოგადოების დიდი ინტერესის საგანია, ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა.
ვირუსის ბუნება ასეთია, რომ ყოველ წელიწადს ხდება გრიპით დაავადება და სამწუხროდ საქართველოში 2013-14 წლებში გარდაიცვალა 13 ადამიანი, ხოლო 2015 წლიდან დღემდე 10 ადამიანი. ეს არის დაავადება, რომელსაც ვერავინ გააქრობს.
საზოგადოებასი დაძაბულობა სასწრაფო სამედიცინო მანქანების გამოძახებებმა და მათმა დაგვიანებებმა გამოიწვია, რომელშიც ჩვენ გარდატეხა შევიტანეთ და გამოვასწორეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ვირუსი აირწვეთოვანი გზით გადადის, პრინციპულად მნიშვნელოვანია ხელების ჰიგიენის დაცვა. ვირუსი ჰაერში რამდენიმე წამში კვდება, ხოლო ხელებზე შეიძება 6 საათის განმავლობაში გაჩერდეს. ხშირად დავიბანოთ ხელები, მოვერიდოთ სახეზე ხელის შეხებას.
იმ ადამიანებს, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს და ორსულებს ვურჩევდი მოერიდონ თავშეყრის ადგილებში ყოფნას.
ვურჩევ ყველას, სიცხის შემთხვევაში დროულად მიაკითხოს ექმის ან გამოიძახოს."- განაცხადა მინისტრმა.