„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე საქართველოს თვდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს კითხვებით მიმართავს:
„საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის წინაშე ვსვამ რამდენიმე კითხვას რომლებზეც პასუხები ძალიან მაინტერესებს.
1. იყო თუ არა საერთაშორისო საგამოძოებო სტრუქტურიდან ვინც იძიებს სამხრეთ აფრიკაში 13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურების საქმეს რეკომენდაცია ან მოთხოვნა 6 თავდაცვის სამინისტროს თანამშორმელის დროებით გაათვისუფლუფებასთან დაკავშირებით?
2. თუ არ იყო ასეთი მოთხოვნა რატომ განთავისუფლდნენ ჯარისკაცები.
3. თუ იმიტომ განთავისუფლდნენ რომ მათ შეიძლება ხელი შეუშალონ გამოძიების ობიექტურად ჩატარებას, ეს აბსურდია რადგან სავარაუდო მბრალდებელები იმყოფებიან სამხრეთ აფრიკაში და აქედან როგორ მოხდება მათზე გასვლა და რაიმე ფორმით ზეწოლა გაუგებარია.
4. სამხედროების განთავისუფლებით პირიქით ხომ არ გააჩინეთ ეჭვი ჩვენი სამხედროების ამ დანაშაულში მონაწილეობისა. გაუპატიურების აქტიდან გასულია საკმაოდ დიდ ხანი და წაშლილია ყველა მტკიცებულება, აქედან გამომდინარე ამ საქმის გახსნის შანსები ნოლია. მხოლოდ მოწმის თუ დაზარალებული ჩვენებით პირი პასუხისგებაში ვერ მიეცემა თუ არ არსებობს ნივთიერი ან სხვა სახის მტკიცებულებები და წესით როგორც იურისტმა ეს მე მგონი უნდა იციდეთ..
5. თქვენ როგორც კი გახდით მინისტრი კაბელების საქმეზე ბრალდებული პირები, რომლებსაც მართლა შეუძლიათ გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენა საქმის დასრულებამდე აღადგინეთ თავდაცვის სამინისტროში პირვანდელ პოზიციებზე. გაუგებარია ერთის მხრივ ბრალდებულებს აბრუნებთ თამამდებობებზე და იმავდრიულად ჩვენს ბიჭებს რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვიან და სისხლს ღვრიან ათავისუფლებთ და ეჭვებს აჩენთ მათ დანაშაულში სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს რბილად რომ ვთქვათ გაუგებარია."- მიმართავს მჟავანაძე ხიდაშელს.