reportiori.ge - გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, 2008 წლის ომში დაღუპული პოლიციელების შვილები ბაკურიანში გაემგზავრნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 08:24
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, 2008 წლის ომში დაღუპული პოლიციელების შვილები ბაკურიანში გაემგზავრნენ
ავტორი:
30 იანვარი, 2016. 10:21


შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების შვილები, დედებთან ერთად, მთის კურორტზე, ბაკურიანში ისვენებენ.


დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებს ბაკურიანში შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თემურ კალანდაძე და ადგილობრივი სამართალდამცველები დახვდნენ. პოლიციელებმა ბავშვები თოვლმავლებით გაასეირნეს.


დაღუპული პოლიციელების შვილები სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ ღონისძიებაშიც მონაწილეობენ. 10 დღის განმავლობაში ისინი სპორტულ სკოლაში სათხილამურო სპორტს დაეუფლებიან. სწავლების დასრულების შემდეგ, მოზარდებს შორის სათხილამურო შეჯიბრი გაიმართება და გამარჯვებულებს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საჩუქრებს გადასცემს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016