საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში გარდაცვლილთაგან მხოლოდ ერთია საქართველოს მოქალაქე.
სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ორი ქალბატონია, ხოლო ერთი 18-20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთ ქალბატონს საქართველოს მოქალაქეობა შეწყვეტილი ჰქონდა და ის ამჟამად თურქეთის მოქალაქე იყო. ხოლო გარდაცვლილი მამაკაცის მოქალაქეობის საკითხი ამ დროისთვის დადგენილი არ არის.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს საელჩო თურქეთში მუდმივ კოორდინაციაში იმყოფება თურქ სამართალდამცველებთან. მიმდინარეობს გამოძიება.
თურქეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება, მათ შორის გარდაცვლილთა ასაკთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი, თურქეთში საქართველოს კონსულის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ გარდაცვლილებს შორის მცირეწლოვანი არ არის. სხვა დეტალები კი დგინდება.