reportiori.ge - ბიძინა კუჭავას ავტომობილში დათვალიერებისას „მაკაროვის“ ტიპის იარაღი აღმოაჩინეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:48
სამართალი
ბიძინა კუჭავას ავტომობილში დათვალიერებისას „მაკაროვის“ ტიპის იარაღი აღმოაჩინეს
ავტორი:
30 იანვარი, 2016. 12:45


„საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას ავტომობილის დათვალიერებისას „მაკაროვის" ტიპის იარაღი და მჭიდი აღმოაჩინეს.


კუჭავას „მერსედესის" მარკის ავტომობილს წუხელ, 11 საათის განმავლობაში პოლიციის მთავარ სამმართველოში ათვალიერებდნენ.


დათვალიერების პროცესს კუჭავას ქვრივი მარინა ნიკოლოზაშვილი და ოჯახის ადვოკატი ნათია კორკოტაძე დაესწრნენ, რომლებსაც ავტომობილის სავარძლის ქვეშ, იარაღის არსებობა საეჭვოდ მიაჩნიათ.


„ბიძინა კუჭავა სახლიდან გავიდა 2016 წლის 16 იანვარს, მისი მანქანა ნაპოვნი იქნა მეორე დღეს. მანქანა ორი დღის განმავლობაში ცაგარელის ქუჩაზე იდგა ღია მდგომარეობაში. მანქანა დათვალიერებული და დალუქული იქნა. დღეს კი მანქანაში დამატებითი დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა იარაღი. ეს იყო ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი. გავარკვევთ, ვისია ეს იარაღი და ვის ეკუთვნის", - განაცხადა კუჭავას ოჯახის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ.


ბიძინა კუჭავას ქვრივის მარინა ნიკოლოზაშვილის თქმით კი, ოჯახის პოზიცია გამყარდა ეჭვებთან დაკავშირებით.

 

„ეჭვები კვლავ მაქვს და უამრავი ახალი კითხვა გამიჩნდა. როგორც თავიდან ვაცხადებდი, ახლაც გამოვრიცხავ, რომ ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა", - განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016