reportiori.ge - „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ბიზნეს- იდეებს აფინანსებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:32
საზოგადოება
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ბიზნეს- იდეებს აფინანსებს
02 თებერვალი, 2016. 01:16



2015 წლის 15 მარტიდან  სახელმწიფო პროგრამით, „აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება დაიწყო.  პროგრამის მიზანია რეგიონული ბიზნესების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და რეგიონებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, შესაბამისი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მიწოდების გზით. მიკრო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამაზე „რეპორტიორს"  მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთია ესაუბრა.



-რა არის პროგრამის ძირითადი მიზანი?

პროგრამის ძირითადი მიზანია  საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა ორი მიმართულებით:

1 რეგიონებში ახალი ბიზნესის დაწყების და/ან არსებულის გაფართოება - გადიარაღების მსურველებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მიწოდება

2დაფინანსებული ბიზნეს პროექტების მდგრადობის და ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა, ტრენინგ სემინარებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების მეშვეობით

პროგრამა მოიცავს მთელს საქართველოს, გარდა თბილისისა. პროგრამის განხორციელების ეფექტიანობიდან გამომდინარე, ადგილობრივ დონეზე ადმინისტრირება ხდება სპეციალური კონკურსის წესით შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ახორციელებენ ბიზნეს იდეების შეფასებას და გამარჯვებული ბენეფიციარებისთვის, როგორც ტრენინგ/სემინარების, ასევე ინდივიდუალური კონსულტაციების მიწოდებას.

 

 

-როგორ ხდება დაფინანსებაზე განაცხადის შემოტანა?

პირველ ეტაპზე უნდა შეივსოს განაცხადის ფორმა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას განმცხადებლის შესახებ და ასევე ბიზნეს იდეის აღწერას. აღნიშნული განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე www.qartuli.ge, გარდა ამისა, პროცესების გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის მიზნით, მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადის სტატუსს ადევნონ თვალყური დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში. პროგრამის ფარგლებში, განაცხადების წარდგენა ხდება ორ რაუნდად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაფინანსების პირველ რაუნდშ გამოვლენილი ბიზნესების დაფინანსება. განაცხადების მიღების მეორე რაუნდი გამოცხადდება 2016 წლის თებერვლის შუა რიცხვებიდან და ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება, როგორც მედიის ასევე www.qartuli.ge ვებ გვერდის საშუალებით.

 

 

-რა კრიტერიუმების გათვალისწინებით ხდება დაფინანსება?

ბიზნეს იდეების შერჩევა ხდება კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ, რომლებიც სამთავრობო კომისიის მიერ არიან შერჩეულნი. იდეა რა თქმა უნდა მოგებაზე ორიენტირებული, რელევანტური უნდა იყოს,  რასაც უშუალოდ შეფასების კომისიაში მყოფი  ექსპერტები განსაზღვრავენ.

 

 

-აქვს თუ არა მეწარმეს  იმის საშუალება, რომ ერთდროულად რამდენიმე ბიზნეს იდეა შემოიტანოს?

არა, ბიზნეს იდეა უნდა იყოს მხოლოდ ერთი. ფოკუსირება უნდა მოხდეს კონკრეტულ ბიზნესზე.

 

 

-არის თუ არა შეზღუდული დაფინანსების სფერო?

ეკონომიკური საქმიანობის სფერო ამ თვალსაზრისით შეზღუდული ნამდვილად არ არის.

 

 

-არის თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა?

ერთდერთი  შეზღუდვაა, რომ  განმცხადებელი უნდა იყოს სრულწლოვანი, საქართველოს მოქალაქე.

 

 

-რამდენად დაინტერესდნენ მეწარმეები და რამდენი განაცხადია შემოსული ამ ეტაპზე?

პროგრამის მიმართ შეინიშნებოდა საკმაოდ მაღალი ინტერესი საზოგადოების მხრიდან, რასაც მოწმობს შემოსული ბიზნეს იდეების რაოდენობა, რომელიც 8000 აღწევს.

 

 

-რამდენია მინიმალური და მაქსიმალური დაფინანსება?

მინიმალური თანხის მოცულობა განსაზღვრული არ არის, ეს მეწარმე სუბიექტის მოთხოვნაზეა დამოკიდებული. მაქსიმალური თანხა განისაზღვრება ერთ მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო არაუმეტეს 3 მეწარმე სუბიექტის ჯგუფის შემთხვევაში 15 000 ლარით.

 

 

-რადგან დაფინანსება მხოლოდ რეგიონებშია, არის თუ არა შემთხვევები როცა მეწარმე თბილისიდან რეგიონში გადაინაცვლებს?

არის რამდენიმე შემთხვევა, ამ პროგრამაში არსობრივი მნიშვნელობა არ აქვს საცხოვრებელ მისამართს, მთავარია ბიზნესი ხორციელდებოდეს რეგიონში და სუბიექტი საქართველოს მოქალაქე იყოს.


 

-რა პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება პროექტი?

პროექტის ხანგრძლივობა არის 26 თვე.

 

 

-რა თანხა არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან?

პროექტის ბიუჯეტი განისაზღვრება 20 000 000 ლარით.

 

 

-რა რეკომენდაციებს მისცემდით დამწყებ მეწარმეებს?

დამწებ მეწარმეებს მივცემდი შემდეგ რეკომენდაციას, თუ აქვთ რაიმე ტიპის ბიზნეს იდეა, რომლის განხორციელება მათ  გამოცდილების, ან თანხის არქონის გამო არ შეეძლოთ,  დღეს, „აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით, ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა რისკების მინილიზაციის ფონზე მოახდინონ საკუთარი იდეის მატერიალიზაცია. 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016