reportiori.ge - ფატუ ბენსუდა: დანაშაულის ჩადენის მომენტში სამხრეთ ოსეთი იყო და არის საქართველოს ნაწილი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 00:53
სამართალი
ფატუ ბენსუდა: დანაშაულის ჩადენის მომენტში სამხრეთ ოსეთი იყო და არის საქართველოს ნაწილი!
ავტორი:
31 იანვარი, 2016. 21:40



„შესაძლო დანაშაულის ჩადენის მომენტში სამხრეთ ოსეთი იყო და არის საქართველოს ნაწილი, ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიძიოთ მთლიანად საქართველოში, მათ შორის სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაული", - ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ "მოამბესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.


"ჩვენ ახლახან მივიღეთ ნებართვა, რომ უნდა გამოვიძიოთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაული. როგორც ჩემი ოფისი აფასებს, შესაძლო დანაშაულის ჩადენის მომენტში სამხრეთ ოსეთი იყო და არის საქართველოს ნაწილი. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიძიოთ საქართველოში ჩადენილი დანაშაული, მათ შორის, სამხრეთ ოსეთში. ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ შევძლებთ ან ვერ შევძლებთ თანამშრომლობას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო, ხაზგასმით ვამბობ, დე ფაქტო ხელისუფლებასთან, მაგრამ ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ მოთხოვნას გავაგზავნით", - განაცხადა ბენსუდამ.


კითხვაზე, შევა თუ არა ჩიხში გამოძიება, თუ რუსეთმა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ თანამშრომლობაზე უარი განაცადეს, ბენსუდა პასუხობს, რომ "არა, ეს არ იქნება პრობლემა".


"ეს არ შეაფერხებს და არ იქნება პრობლემა მთლიანი გამოძიებისთვის, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება დაეხმარება ოფისს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ კონფლიქტის ყველა მხარეს, რომ ითანამშრომლონ ჩემს ოფისთან, ეს არის საჭირო იმისთვის, რომ დავადგინოთ სიმართლე. გამოძიების წინასწარ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ მასალები როგორც საქართველოდან, ასევე, სხვათა შორის, რუსეთიდან. მათ ნამდვილად გამოგვიგზავნეს დოკუმენტები და მჭიდროდ ითანამშრომლეს, ისევე, როგორც საქართველომ. მე ამ მომენტისთვის ვიტყოდი, რომ მჯერა, მწამს, იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება, რადგან წამოვიდნენ კონტაქტზე და ჯერ ვერ ვიტყვი, რომ ხელს გვიშლიან. წინასწარი გამოძიების დროსაც არ იყო რუსეთი რომის სტატუტის წევრი, მაგრამ ჩვენთან ითანამშრომლეს", - განაცხადა ფატუ ბენსუდამ.


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016