ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას განცხადებით, გამოძიებას აქვს ინფორმაცია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხრიდან მშვიდობისმყოფელებზე შეტევა ხდებოდა.
ამის შესახებ ბენსუდამ "მოამბესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენს იურისდიქციში შედის კაცობირობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, ომის დანაშაული და გენოციდი. ოფისი გამოიძიებს, მაგალითად, სამშვიდოებების მკვლელობის ფაქტებს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მშვიდობისმყოფელებზე შეტევა იყო ორივე - როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს მხრიდან. ამის შესახებ ვაპირებთ, რომ ინფორმაცია მოვიძიოთ", - აღნიშნა ბენსუდამ.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება გამოძიება, ბენსუდა აცხადებს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს ფაქტების მოძიებას.
პროკურორის თქმით, მაგალითად, უგანდას შემთხვევაში გამოძიება 1 წელი გაგრძელდა, კონგოში - 18 თვე, სხვა მსგავს შემთხვევებში - 3 წელი. "ეს წაიღებს იმდენ დროს, რამდენიც გამოძიებას დასჭირდება", - განაცხადა ფატუ ბენსუდამ.