reportiori.ge - ევროპაში 10 000 მიგრანტი ბავშვია დაკარგული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 01:35
მსოფლიო
ევროპაში 10 000 მიგრანტი ბავშვია დაკარგული
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 13:55


ევროპული მედია „ევროპოლზე" დაყრდნობით იტყობინება, რომ ევროპაში 10 000 მიგრანტი ბავშვია დაკარგული. გავრცელებული ცნობით, დაკარგული მცირეწლოვნების უმრავლესობა შესაძლოა, ტრეფიკინგის მსხვერპლი იყოს.



„ევროპოლის" წარმომადგენლის ბრაიან დონალდის განცხადებით, მცირეწლოვნები მიმღებ ქვეყანაში დარეგისტრირების შემდეგ გაუჩინარდნენ. მხოლოდ იტალიაში 5 000 ბავშვი დაიკარგა, შვედეთში კი - 1 000.



არ იქნება გონივრული ვთქვათ, რომ ჩვენ 10 000-ზე მეტ ბავშვს ვეძებთ, ყველანი ექსპლუატაციის მსხვერპლი არ იქნება. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით ისინი სად არიან, რას აკეთებენ და ვისთან ერთად არიან", - განაცხადა ბრაიან დოლანდმა.



ორგანიზაცია Save The Children-ის მონაცემებით, გასულ წელს ევროპაში დაახლოებით 26 000 ბავშვი ჩავიდა თანმხლები პირების გარეშე. ევროპოლის მონაცემებით კი, ევროპაში ჩასული მიგრანტების 27 პროცენტი არასრულწლოვანი იყო.



გაერო-ს ბავშვთა ფონდი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს უფრო მეტი ნაბიჯები გადადგან მიგრანტი ბავშვების დასაცავად.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016