reportiori.ge - ჯანდაცვის სამინისტრო გრიპის ვირუსის გამო მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 02:52
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო გრიპის ვირუსის გამო მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 16:14


ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას გრიპის ვირუსის მართვის სპეციალური რეკომენდაციით მიმართავს და მოუწოდებს, პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ ექიმს.


ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა, არ დაუშვან გრიპის სიმპტომების მქონე პირები, როგორც სასწავლო, ისე სამუშაო გარემოში და მკაცრად დაიცვან ხელების ჰიგიენის წესები.



შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს. ამ დრომდე, დედაქალაქის ყველა რაიონში მოქმედებს საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრები, სადაც სამედიცინო მომსახურება ერთი კვირის განმავლობაში 5070 პაციენტს გაეწია.

 

დღეიდან, სასწავლო პროცესი აღდგა ყველა იმ სკოლაში, სადაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციის მიხედვით შეჩერებული იყო. თუმცა რეკომენდაცია ძალაში რჩება და იმ სასწავლო დაწესებულებებში, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%- გადააჭარბებს, სასწავლო პროცესი სამი დღით უნდა შეწყდეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის გავრცელების ინტენსივობის მატება ბოლო დღეების განმავლობაში არ შეინიშნება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016