reportiori.ge - ტარიელ სიკინჭილაშვილი: ვალდებული ვარ, ასეთ დროს დავდგე იქ, სადაც მართლმადიდებლობა, ქართველობა, სინდისია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:29
პრეს-დაიჯესტი
ტარიელ სიკინჭილაშვილი: ვალდებული ვარ, ასეთ დროს დავდგე იქ, სადაც მართლმადიდებლობა, ქართველობა, სინდისია!
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 17:09


ერთსქესიან წყვილთა ქორწინების  შესაძლო დაშვების თაობაზე „კვირის ქრონიკას"  ესაუბრა პატრიარქის მოძღვარი და საგურამოს წმინდა ილია მართლის მონასტრის წინამძღვარი ტარიელ სიკინჭილაშვილი. მისი თქმით ეს იქნება მართმადიდებლობის, ქრისტიანობისა და ქართველობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.




„ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ წინ აღვუდგეთ ამ ყველაფერს, ხელი შევუშალოთ ამის დაკანონებას და დაგეგმვას, რადგან ეს გარყვნის მეტი არაფერი არ არის. ეს იქნება მართმადიდებლობის, ქრისტიანობისა და ქართველობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ვალდებული ვარ, ასეთ დროს დავდგე იქ, სადაც მართლმადიდებლობა, ქართველობა, ქრისტიანობა, სინდისი  და ნამუსია. თავის ოთახში და საწოლში შეუძიათ ის აკეთონ , რაც უნდათ, ჩვენ არავის ვუვარდებით და არავის საქმეს არ ვქექავთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროთ ეკლესიაში „ასეთი" ადამიანები დადიან, რომლებიც ხმამაღლა არ ყვირიან, რცხვენიათ, ასეთი წესით რომ ცხოვრობენ და სულაც არ ამაყობენ ამით, პირიქით განიცდიან ამას, როგორც ცოდვას. .. კონსტუტაციაში თუ არ წერია ხაზგასმით, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, ეს არის მათი დანაშაული, ვინც ადგენს და ამოწმებს კონსტიტუციას. მათი ცოდვაა, რომ იქით მიჰყავთ საქმე. ჯერ იყო და ქართველობა ამოშალეს პირადობიდან, მერე, მგონი სქესიც და ასე  გრძელდება. თუ სპეციალურად გააკეთებენ, რომ ასეთ ხალხს მხარი დაუჭირონ, ყველას საშინელი განსაცდელი ელოდება", - ამბობს ტარიელ სიკინჭილაშვილი.


მოამზადა სოფო ხუგოიანმა

წყარო: კვირის ქრონიკა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016