reportiori.ge - ნახევარფაბრიკატები, რომლებიც კოლიბაქტერიებითაა დაბინძურებული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:38
პრეს-დაიჯესტი
ნახევარფაბრიკატები, რომლებიც კოლიბაქტერიებითაა დაბინძურებული
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 17:16


გაზეთი „პრაიმტაიმი" დაინტერესდა, რამდენადაა დაცული ნახევრადფაბრიკატებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და შეიცავს თუ არა ეს პროდუქტები ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის საშიშ ნაწლავური ჩხირის ბაქტერიებს. სტატიაში მოყვანილია რამდენიმე მაგალითი და დასახელებულია ხორცის ნახევარფაბრიკატები, რომლებშიც კოლიბაქტერიები აღმოჩნდა და რომელი პროდუქციაც სუპერმარკეტებში იყიდება.


„გაყინული ნახევარფაბრიკატი „კოტლეტი კიევური didgori 2010", რომელიც გლდანის ფურშეტში იყიდება, კოლიბაქტერიებითაა დაბინძურებული. იგივე კოლიბაქტერიები ლაბორატორიული კვლევის შედეგად შებოლილ სკუმბრიაში და რამდენიმე საშაურმის („ბინგო", „შპს. ლინა", „კინგშაურმა") მიერ წარმოებულ პროდუქტშიც აღმოაჩინეს", - წერია სტატიაში.


სტატიაში განმარტებულია, რომ კოლიბაქტერიები არის ნაწლავის ჩხირი, რომელიც ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმის გარეთ ფეკალურ მასებში არსებობენ. სურსათის დაბინძურება კოლიბაქტერიებით ხდება მაშინ, როდესაც სურსათის მომზადებასა და დაფასოებაში მონაწილე პერსონალი არ იცავს პირად ჰიგიენას და სურსათი ბინძურდება ხელებიდან. დაბინძურება  ხდება მწერების და მღრღნელების საშუალებითაც. კოლიბაქტერიებით დაბინძურებული საკვების მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავური ინფექციები, შარდსადენი გზებისა და სასქესო ორგანოების დაზიანება, ბაქტერიემია, მენინგიტი და სხვა.


რამდენად კონტროლდება ნახევარფაბრიკატები და რა ბერკეტი აქვს სახელმწიფოს ამისთვის, აღნიშნულ თემაზე გაზეთს სურსათის ეროვნული სააგენტოს, სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსი კახა სოხაძე ესაუბრა. მისი თქმით, ნებისმიერი სხვა სურსათის მსგავსად, ნახევარფაბრიკატი კანონით განსაზღვრული მექანიზმით კონტროლდება, ხდება ინსპექტირება, როგორც წარმოების, ისე დოკუმენტურად და ლაბორატორიული თვალსაზრისით. მისივე თქმით, პროდუქტის დაბინძურება შეიძლება მოხდეს როგორც წარმოების, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის ეტაპზე, ამიტომ მნიშვნელოვანია გაირკვეს, რომელ ეტაპზე დაბინძურდა პროდუქტი.


„როგორც ვხედავთ, პრობლემა არსებობს. მომხმარებელს ისღა დარჩენია, სიფრთხილე დაიცვას, კარგად წაიკითხოს ეტიკეტი, პროდუქტის ვადა და დაბინძურების ან ეჭვების არსებობის შემთხვევაში ოპერატიულად შეატყობინოს შესაბამის სამსახურს", - წერია სტატიაში.




წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016