reportiori.ge - ირაკლი შონია: მამუკა პირველივე გასროლაზე, ადგილზევე დაიღუპა... სნაიპერის ნასროლი ტყვია მოხვდა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 03:16
საზოგადოება
ირაკლი შონია: მამუკა პირველივე გასროლაზე, ადგილზევე დაიღუპა... სნაიპერის ნასროლი ტყვია მოხვდა...
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 22:55


ჟურნალისტი ირაკლი შონია 1992 წლის 2 თებერვალს, თამარ მეფის ხიდთან, მშვიდობიანი მანიფესტაციის დახვრეტილ მონაწილეს, მამუკა ტერიშვილს იხსენებს:


„ხვალ 2 თებერვალია და არ შემიძლია არ გავიხსენო ეს შავი ფურცელი საქართველოს ისტორიის და შემზარავი დღე, რომელსაც თავს არიდებს დღემდე შესაბამისი ორგანოები...

 

მამუკა ტერიშვილი მე მიმაჩნია სამასი არაგველის და ცხრა ძმა ხერხეულიძის დარ მამულიშვილად... მან ძალიან კარგად იცოდა სად მიდიოდა და რასაც აკეთებდა... მანამდე ხომ იყო უკვე მომხდარი საშინელი სასაკლაო მშვიდობიანი მიტინგების დახვრეტის მეტრო "დიდუბესთან" და „დელისთან"...

 

მამუკა 2 თებერვალს წინ მიუძღოდა ეროვნული დროშით, მრავალათასიან მშვიდობიან მანიფესტაციას, რომელიც მიემართებოდა ყოფილ "ცეკას" შენობასთან, სადაც იმჟამად დაბანაკებული იყო სამხედრო ხუნტა. არ მისული გმირთა მოედნამდე დაიქუხეს მკვლელთა ავტომატებმაც... მამუკა პირველივე გასროლაზე დაიღუპა ადგილზევე... მას ერთი ტყვია მოხვდა, დამიზნებით სნაიპერის მიერ ნასროლი... მოგვიანებით ახლობელთან ერთად მივედი მამუკას ოჯახში, მამუკას დედა -ნი მარინა შავებში ჩაცმული შემომეგება ეზოში, სახლში შეგვიპატიჟა და სუფრის გაშლა დაიწყო, ისე ვიყავი გულშეძრული ყველაფრისაგან ხელი არაფრისთვის მომიკიდია...-ნი მარინა დღემდე ინახავს თეთრ მაისურს, რომელიც იმ საბედისწერო დღეს ეცვა მამუკას და მაჩვენებს...

თეთრ ტანისამოსზე სისხლის ლაქები ჩანს... საყელო გახვრეტილია ტყვიით, სწორედ ეს ნასროლიტყვია აღმოჩნდა სასიკვდილო, რომელიც საძილე არტერიაში ჰქონდა მოხვედრილი... ჩვენ ერთად მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს, მასთან ერთად კი გივიკო რეხვიაშვილის დედამ, რათა რეაგირება მოეხდინა პროკურატურას, ერთად მივედით და ჩავაბარეთ, მაგრამ როგორც იტყვიან არსაით ხმა არსით ძახილი...

ეს უკვე მერამდენე გაუბედურებული ოჯახი იყო, სადაც მივედი, ეხ, რამდენი უნდა გაუძლოს გულმა, ამდენ უსამართლობას, ამდენ უღვთოთ მოკლული ახალგაზრდების გადიდებულ ფოტოებს, ამდენ შაოსანი დედების მოთქმას, ამას ხომ უნდა გაძლება, ატანა, რომ შეინარჩუნო შენი პროფესიული ვალდებულება, ამავე დროს იყო მათი ჭირისუფალი და თანამდგომი... რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ამ ახალგაზრდების დაუვიწყარი ფოტოები მოგონებად ტივტივებენ მეხსიერებაში და ფიქრობ რომ ვალდებული ხარ მათ წინაშე არ დაივიწყო ისინი და ასეც იქნება!"- აღნიშნავს შონია. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016