reportiori.ge - თედო ჯაფარიძე ევა ბერგერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 03:14
საზოგადოება
თედო ჯაფარიძე ევა ბერგერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 12:27


 

საქართველოში ავსტრიის საპატიო კონსული ევა ბერგერი გარდაიცვალა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ევა ბერგერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს:

 

„საქართველოში ავსტრიის საპატიო კონსულის ევა ბერგერის გარდაცვალება  დიდი დანაკლისია ავსტრიელი და ქართველი ხალხისთვის. მას მრავალმხრივი დიპლომატიური და კომერციული მოღვაწეობის განმავლობაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოსა და ავსტრიის მეგობრობის განმტკიცების და ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების საქმეში. ქალბატონი ევა, გარდა საპატიო კონსულისა, წლების განმავლობაში გახლდათ ავსტრიის ავიახაზების წარმომადგენელი საქართველოში. ევა იყო ერთ-ერთი პირველი უცხოელი, ევროპელი, რომელიც გველაპარაკებოდა ევროპულ ენაზე, გვაჩვევდა ევროპულ წესებს და ჩვევებს და ყველაფერს ამას აკეთებდა განსაკუთრებული სითბოთი, სუფთა ევროპულ-ავსტრიული ტაქტით და მისთვის ჩვეული იუმორით. იგი უამრავ ქართველს და ქართულ ოჯახს დაეხმარა, მე ვიტყოდი, ბევრი მათგანი გადაარჩინა.

 

მინდა, მადლიერება გამოვხატო ევა ბერგერის მიერ გაწეული საქმიანობისადმი, რომლის შედეგიცაა ჩვენი ქვეყნის წინსვლა, მათ შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მიღწევაში. 

 

 

ევა ბერგერი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ერუდიციით, პროფესიონალიზმით და უაღრესად მაღალი პასუხისმგებლობით. მისი სახით საქართველომ დაკარგა აქტიური მხარდამჭერი და გულითადი მეგობარი.

 

 

მინდა, კიდევ ერთხელ, მივუსამძიმრო ჩემი და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სახელით, როგორც ავსტრიელ ხალხს, ისე მის ოჯახს და მეგობრებს. ეს ჩვენთვის მართლა უდიდესი დანაკლისია.

 

 

მშვიდობით, ძვირფასო ევა!" - ნათქვამია სამძიმრის წერილში.










 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016