reportiori.ge - დავით სერგეენკო: პანიკის საფუძველი არ არსებობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 02:42
საზოგადოება
დავით სერგეენკო: პანიკის საფუძველი არ არსებობს
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 12:45



ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკო ჟურნალისტებთან საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებისას განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით, გრიპით დაავადებისა და ექიმთან მიმართვიანობის ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია.



დაავადებების და მიმართვიანობის ზრდის ტემპი, საბედნიეროდ, საგრძნობლად არის შემცირებული, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ალბათ, უახლოესი პერიოდის განმავლობაში გვექნება გარდატეხა და მნიშვნელოვანი შემცირებისკენ წავალთ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.



რაც შეეხება სიფრთხილისა და პროფილაქტიკის ზომებს, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სკოლებისთვის მიცემულ რეკომენდაციებს განათლების სამინისტრო ასრულებს, რაც 20%-ზე მეტი გაცდენების შემთხვევაში, სამი დღით სასწავლო პროცესის შეჩერებას გულისხმობს.



დავით სერგეენკოს თქმით, გარდაცვალების თითოეული შემთხვევა ტრაგედიაა, პანიკის საფუძველი არ არსებობს.



საქართველოში H1N1-ის ვირუსით ამ სეზონზე შვიდი, ხოლო H3N2 გრიპის ვირუსით ერთი ადამიანია გარდაცვლილი.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016