reportiori.ge - ლევან მამალაძე: სააკაშვილი საზოგადოების ზომბირების ცნობილ ტექნოლოგიას იყენებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:56
პოლიტიკა
ლევან მამალაძე: სააკაშვილი საზოგადოების ზომბირების ცნობილ ტექნოლოგიას იყენებს!
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 13:25



სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ:

 

საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, მსოფლიო საფინანსო კრიზისი, ლარის კურსის ვარდნით გამოწვეული ხალხის გაღატაკება და უამრავი დანაპირების შეუსრულებლობა, მძიმე მდგმარეობაში აყენებს სახელისუფლებო გუნდს. ადმინისტრაციული რესურსი, რაზეაკეთებს განსაკუთრებულ აქცენტს კოალიცია ქართული ოცნება", არ გამოიღებს მათთვის სასურველ შედეგს. საგარეჯოარჩევნებმა ეს კარგადაგვანახა, როცა ხიდაშელი თვითონ თვლიდა დამატებულ ჯარისკაცთა ხმებს და მხოლოდ ამით ძლივს შეძლო მცირეოდენი განსხვავებით საგარეჯოს მაჟორიტარად თავისი ნათესავიგაყვანა.

 

გარადაბანში გამგებლის არჩევნების შედეგებიც არ გამოდგება ზოგდი პროგნოზის გასაკეთებლად.

 

ოქტომბერში არჩევნები მთელი საქართველოს მაშტაბით ტარდება და მმართველი გუნდი ისედაც დაქსაქსული ადმინისრაციული რესურსით დღევანდელი რეიტინგის გაზრდას მხოლოდ 2-3 % თუ შეძლებს.

 

გასათვალისწინებელია წინამორბედ მმართველ ელიტათა შედეგები საპარლამენტო არჩევნებში. 2003 წელს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მქონე მოქალაქეთა კავშირმა" აქცენტი ადმინისტრაციულ რესურსზე გააკეთა, სხვებზე მეტი ხმები კი მიიღო, მაგრამ უმრავლესობა ვერ შეაგროვა. პარლამენტის დარბევის შემდეგ სააკაშვილმა ავტორიტარული რეიმი შექმნა, აბსოლტურად კონტროლირებადი სახელისუფლებო სისტემა, საფინანსო და ბიზნეს მონოპოლია, ათასობით პრობაცინერი , დაფინანსებული და კონტროლირებადი ელექტორატით და 2012 წელს მაინც ვერ შეძლო არჩევნებში გამარჯვება.

 

ამრიგად, ადმინისრაციული რესურსი არჩევნებში გადამწყვეტ როლს ვერ შეასრულებს! 2012 წლის არჩევნებზე პოლიტიკური სპექტრი ორპოლუსისგან შედგებოდა, სააკაშვილისეული ნაციონალები და სააკაშვილის მოწინააღმდეგ ივანიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელი რეჟიმი ყველაფერს აკონტროლებდა, ამომრჩეველს ფულსაც აძლევდა, ხალხმა სააკაშვილის მიერ შექმნილი ძალადობრივი სისტემის საწინაამდეგოდ მისცხმა. მკაფიოდ პოლარიზებული ამომრჩეველი იყო ის ელექტორატი, რომელმაც სააკაშვილის წინააღმდეგ გაილაშქრა, სწორედ ამ ძალის მობილიზება შეძლო ბიძინა ივანიშვილმა და ქართული ოცნება" უმრავლესობით შეიყვანა პარლამენტში. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ლხს არანირი სურვილი არ გააჩნდა ურეიტინგო უსუფაშვილ-ხიდაშელის პარლამენტში შეყვანისა, ამომრჩევლმა სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა ხმა, რითაც ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა გამოხატა.

 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლარიზება გამორიცხული იქნება, ამჯერად არჩევანი არ შემოიფარგლება მარტო იმით, აირჩიონ ივანიშვილის თუ სააკაშვილის გუნდი.მჯერად პოლიტიკური ორგანიზაციები უფრო აქტიურნი იქნებიან, ვიდრე ადრე და ელექტორატისთვის შესარჩევი სპექტრიც გაიზრდება.ქართული ოცნება" ვერ შეძლებს სააკაშვილის ხელისუფლების მობრუნების საშიშროების გამუქებით დამატებითი ხმების მოზიდვას.

 

ნაახალწლევს სააკაშვილმა ძველ მეთოდს მიმართა და კუთვნილი ტელევიზიებით აქიურად აპიარებს და საზოგადოებას აჩვევეიმ აზრს, რომ არჩევნებს უეჭველად მოიგებენ და სააკაშვილი დაბრუნდება. რეაურად ხელისუფლებაში მობრუნების შანსი ნაციონალებს არ აქვთ, მაგრამ სააკაშვილი საზოგდოების ზომბირების ცნობილ ტექნოლოგიას იყენებს და თითქოსდა ნეიტრალური პოლიტიკური პარტიების შექმნით და მათი დაფინანსებით შეეცდება ამმრჩევლთა დამატებითი ხმების მოპოვებას. უკრაინული მილიონები და კულტურის ცნობილი მოღვაწეები, უკვე ჩართული ყავს ამ პროცესში.

 

მოსახლეობაში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვებით ფიქსირდება, რომ ამომრჩეველთა 70 % არ აპირებს, ხმა მისცეს არც სააკაშვილს და არც მმართველ კოალიციას. ხალხს არ უნდა სააკაშვილის რეპრესიული რეჟიმის მობრუნება, ხოლო დღევანდელი ხელისუფლებისგან თავს მოტყუებულად თვლის. ანალიტიკურ პროგნიზზე დაყრდნობით შეიძლება ითქვს, რომ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობით ვერც ერთი ჯგუფი ვერ შევა. უმრავლესობის შექმნა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ჯგუფები გადალახავენ საპარლამენტო ბარიერს.

 

ხალხი ახლმიუკერძოებელი ძალის გამოჩენის მოლოდინშია! ამ მხრივ მხარდაჭერის კარგი შანსი ეძლევათ ხალხის წიაღიდან ამოსულ პოლიტიკურ ჯგუფებს , რომლებიც არ ასოცირდებიან სააკაშვილთან და მათ არ მოთხოვენ პასუხს ქართული ოცნების" დანაპირების შეუსრულებლობაზე .

 

ასეთი შეიძლება იყოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება სახალხო ელისუფლება", რომელმაც საარჩევნო პროცესში საზოგადოების ინტეგარციის ეფექტური სისტემა ამოაყალიბა, რათა რეალურად ხალხისან გამოკვეთილი ლიდერები იქნენ არჩეული პარლამენტში, რაიონის და ქალაქის საკრებულოებში, გახდნენ მერები და გამგებლები. ხალხი ელოდება პრობლემათა გადაწყვეტას! სახალხო ხელისუფლების" სამოქმედო გეგმა ლოკალურ და გლობალურ პრობლემათა მოგვარების საინტერესო გზებს გვთავაზობს.

 

ივანიშვილს მცირე დრო რჩება იმისათვის, რომ კოალიციაში შემავალი პარტიბი ცალკე გაიყვანოს და ქართულმა ოცნებამ" დამოუკიდებლად იყაროს კენჭი. შემთხვევითი, ურეინტიგო ჯგუფებისგან გათავისუფლებული ოცნება" ხმების მეტ რაოდენობას აიღებს. ამ შემთხვევაში ივანიშვილს შანსი ექნება, ახალ პარლამენტში გააერთიანოს სახელმწიფეობრივად მოაზროვნე ახალი ძალები და შექმნას ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისათვის აუცილებელი უმრავლესობა", - ნათქვამია განცხადებაში.







 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016