reportiori.ge - ირაკლი ფავლენიშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საქმიანობის შეჯამებას დაესწრო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 02:43
საზოგადოება
ირაკლი ფავლენიშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საქმიანობის შეჯამებას დაესწრო
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 14:15



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2015 წლის მუშაობის შეჯამებას დაესწრო.


დედაქალაქის მერიაში გამართულ პრეზენტაციას თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უძღვებოდა, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა.


გიორგი ბუთხუზის განცხადებით, გასულ წელს ცენტრმა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რამაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო, კერძოდ, 2015 წელს გაიხსნა დამატებითი პუნქტები, განახლდა კავშირგაბმულობის სისტემები, ელექტროგენერაცია და გათბობის სისტემები, ასევე გარემონტდა ცენტრის რაიონული სამსახურები.


თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ პრეზენტაციას მერის მიადგილე ნინა ხატისკაცი, ჯანდაცვის და სოციალური საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლები და 112- ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016