reportiori.ge - დიმიტრი ლორთქიფანიძე: დემოკრატია არ არის უმცირესობების დიქტატურა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:13
საზოგადოება
დიმიტრი ლორთქიფანიძე: დემოკრატია არ არის უმცირესობების დიქტატურა!
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 17:17



„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სანქციების გამკაცრებას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით რეგულაციების გატარება აუცილებელია. ამის შესახებ ლორთქიფანიძე „რეპორტიორს" ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ უმცირესობების უფლებების რეალიზაცია უმრავლესობის უფლებების შელახვის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.


„ვფიქრობ, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ის აუცილებლად უნდა იზღუდებოდეს, როდესაც გამოხატვის უფლების რელიზაციით შეიძლება სხვათა უფლებები შეილახოს. მხარს ვუჭერ ზვიად ტომარაძის ინიციატივას, რომელიც საპარლამენტო კომიტეტებზე ისმინება.

 

რაც შეეხება სანქციებს, ვფიქრობ, ეს არის უშუალოდ იურიდიული ტექნიკის თემა, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა დაემყაროს გარკვეულ გამოცდილებას. ზოგადად, სანქცია რომ გასატარებელია, ეს ცხადია. იქნება ეს ფინანსური სანქცია თუ სხვა ტიპის ადმინისტრაციული დარღვევისთვის გათვალისწინებული, ეს პარლამენტარების გადასაწყვეტია. მთავარია, რომ რეგულაციამ აუცილებლად უნდა მოაწესრიგოს ურთიერთობა საზოგადოების შიგნით დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის.

 

ეს ის შემთხვევაა, როდესაც უმცირესობების უფლებების რეალიზაცია უმცირესობის დიქტატურად არ უნდა იქცეს. დემოკრატია არ არის უმცირესობების დიქტატურა", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016