reportiori.ge - პეტრე მამრაძე: საჭიროა გამიჯვნა იმ სადისტური სისტემისგან, რასაც სააკაშვილი ახორციელებდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:27
პოლიტიკა
პეტრე მამრაძე: საჭიროა გამიჯვნა იმ სადისტური სისტემისგან, რასაც სააკაშვილი ახორციელებდა!
02 თებერვალი, 2016. 18:15



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისთვის ემზადება.  „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე „რეპორტიორთან" რამდენიმე მთავარ პრობლემურ საკითხზე საუბრობს, რაზეც მისი აზრით, საჭიროა, პრეზიდენტმა გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილოს.




„როგორც კონსტიტუციაში წერია, გამოსვლისას საუბარი უმთავრეს საკითხებზე  უნდა გამახვილდეს, რასაც სამწუხაროდ, პრეზიდენტი მარგველაშვილი ჯერაც არ შეხებია, მისი აქამდე წარმოთქმული არცერთი სიტყვა ღირებული არ იყო. მთავარი პრობლემები, რომელიც ერისა და სახემლწიფოს წინაშე დგას, რომელზეც უნდა ისაუბროს, ეს არის: პირველი - დემოგრაფიული პრობლემა, რომელიც  დაბალ შობადობასა და მიგრაციას უკავშირდება. და  ქართველები გაერო-ს მიერ  იმ ერთა სიაშია შეტანილი, რომელიც მოსალოდნელია, რომ  სულ რამდენიმე წელიწადში გაქრეს. ამაზე არავინ ლაპარაკობს ხოლმე, საუბრობენ იმაზე, ვინ მივა და ვინ არ მივა პრეზიდენტის მოხსენებაზე.

 

შემდეგი საკითხი, რაზეც უნდა ისაუბროს, ეკონომიკური სიდუხჭირეა, რომლის გამო  მილიონზე მეტი ქართველი  ქვეყნიდანაა გასული და უმძიმეს პირობებში მუშაობს უცხოეთში. ხოლო საკმაოდ ბევრმა ყაჩაღობასა და ქურდობას მიჰყო ხელი უცხოეთში.

 

შემდეგი საკითხია პოლიტიკა კონფლიქტური რეგიონების  მიმართ. საოკუპაციო კანონი კვლავაც არ შეცვლილა და  ტერიტორიები დღემდე იზოლირებულია. ეს ძალიან დიდი პრობლემაა.

 

შემდეგი მთავარი პრობლემა სამართლიანობის აღდგენის საკითხია. ამ მხრივ მცირე ნაწილიც კი არ არის გაკეთებული. ასევე გამიჯვნა იმ სადისტური სისტემისგან, რასაც სააკაშვილი თავის თანამზრახველებთან ერთად ახორციელებდა. ასევე სასამართლოსა  და პროკურატურის დამოუკიდებლობის საკითხზე  საჭიროა  ყურადღების  გამახვილება.

 

მძიმე მდგომარეობაა ეკონომიკურ-ფინანსურ სფეროში,  მყარი ვალუტის რეზერვი იწურება და დეფიციტია, ექსპორტზე არაფერი გადის საქართველოდან. მოკლედ, პრეზიდენტს  მისი აპარატის თანამშრომლები, მრჩევლები და სპეციალისტები თუ სათანადოდოდ მოამზადებენ, შესაძლოა, ძალიან ტევადი და მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდეს - სადაც სიმართლე იქნება ნათქვამი, ის სიმართლე, რომელიც ძალიან სჭირდება ყველას საქართველოში. რაც ჩამოვთვალე,  ამ ყველაფერსა  და ამ პრობლემებისგან  გამოსვლის მთავარ გზებზე უნდა ისაუბროს" ,- განაცხადა პეტრე მამრაძემ.


 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016