reportiori.ge - ზურაბ ქადაგიძე: ირაკლი ღარიბაშვილი 100 %-ით მართალი აღმოჩნდა, როდესაც ამას ითხოვდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:35
საზოგადოება
ზურაბ ქადაგიძე: ირაკლი ღარიბაშვილი 100 %-ით მართალი აღმოჩნდა, როდესაც ამას ითხოვდა!
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 18:34



„ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია და მიიჩნევს, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მსგავს ნორმას დაუშვებს, ქვეყანაში დაპირისპირება გარდაუვალი იქნება. ამის შესახებ ქადაგიძე „რეპორტიორს" ესაუბრა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მისამართით მიმართვა გაავრცელა:


„ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ კონსტიტუციაში უნდა ჩაწერილიყო, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ირაკლი ღარიბაშვილი 100 %-ით მართალი აღმოჩნდა, როდესაც ამას ითხოვდა. რეალურად, საქართველოს მოსახლეობის 95 % არის საპატრიარქოს მიმართ კეთილგანწყობილი და პირველ რიგში საპატრიარქო გამოხატავს წინააღმდეგობას ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა მიზნად ისახავდა გარკვეული დაძაბულობის, დაპირისპირების თავიდან აცილებას. ნამდვილად არსებობს დღეს დაპირისპირების საფრთხე. თუკი ადამიანის გარკვეულ ჯგუფს სურს, რომ ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს, რა ვუყოთ მოსახლეობის იმ 95 %-ს, რომელსაც ეს არ სურს? თუ გამოვდივართ დემოკრატიული პრინციპებიდან, მარტივად რომ ვთქვათ, დემოკრატია უმრავლესობის ნება-სურვილს ნიშნავს. დავუშვათ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გამოვიდეს და მოითხოვოს, რომ მართლმადიდებლობა გახდეს დომინანტი რელიგია და ეს ჩაიწეროს კონსტიტუციაში. ამით ხომ ვიღაცების უფლებები დაირღვევა? არ შეიძლება, 5-6 კაცის მოთხოვნით იხელმძღვანელოს საკონსტიტუციო სასამართლომ.

 

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს მართულ პროცესს. ვიღაცებს სურთ, რომ ჭიქაში ქარიშხალი ატეხონ. მივმართავ საკონსტიტუციო სასამართლოს, დარჩეს ნორმა კოდექსში,  რომ ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთობა", - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016