reportiori.ge - ალექსანდრ ბასტრიკინი: ჰააგის სასამართლომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს უსაფუძვლო კვალიფიკაცია მისცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:03
მსოფლიო
ალექსანდრ ბასტრიკინი: ჰააგის სასამართლომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს უსაფუძვლო კვალიფიკაცია მისცა
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 11:05


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა Российская газета"-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის აგვისტოში ე.წ. სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს უსაფუძვლო კვალიფიკაცია მისცა.

 


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის აგვისტოში .. სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს უსაფუძვლო კვალიფიკაცია მისცა.
მას რუსეთსა და საქართველოს შორის საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი უწოდა, რომელშიც რუსეთი მართავდა სამხრეთ ოსეთის მთავრობის ქმედებებს. ჩემი აზრით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასეთი მიმართულება მისცა გამოძიებას.

რუსი გამომძიებლების მიერ გამოძიების ჩატარების დროს არც ერთი ისეთი მონაცემი არ გამოიკვეთა, რომელიც მსგავს სამართლებრივ შეფასებას მისცემდა აღნიშნულ საქმეს. .. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ოპერაციის მიზანს იქ მყოფი რუსი მშვიდობისმყოფელებისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დაცვა წარმოადგენდა.

ასე მოქცევას ჩვენ რუსეთის კონსტიტუციაც გვავალდებულებდა. თუ ჩვენ აღნიშნულ მოვლენებს 1949 წლის ჟენევის კონვენციის ფარგლებში განვიხილავთ, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტების სამართლებრივ რეჟიმებს არეგულირებს, ლოგიკური იქნება, თუ მას (აგვისტოს ომს) არ მივანიჭებთ საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტის სტატუსს. ჩვენ არ უნდა დავივიწოთ, რომ სამხრეთ ოსეთში კონფლიქტი 2008 წლის მოვლენებამდე გაცილებით ადრე, 1990-იან წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც სამხრეთ ოსეთის მთავრობაზე რუსეთს გავლენა ვერ ექნებოდა", - განაცხადა ალექსანდრ ბასტრიკინიმ.


ბასტრიკინის განცხადებით, აშშ-მ ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტისთვის საქართველოს იარაღით მომარაგება და ქართველი სამხედროების მომზადება დააფინანსა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016