reportiori.ge - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის ფაქტებზე საუბრობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:54
სამართალი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის ფაქტებზე საუბრობს
ავტორი:
25 ივლისი, 2013. 14:01

ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია საუბარი, რომელიც სასამართლო სისტემაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებულ ტენდენციებს შეეხება.

აღსანიშნავია რამდენიმე მოვლენა, რომელსაც ადგილი ჰქონდა სასამართლოსთან მიმართებაში. 2013 წლის 18 თებერვალს ფოთის საქალაქო პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროკურატურა დაინტერესდა ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის რევაზ ნადარაიას მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით. საქმე ეხებოდა 2009 წლის ოქტომბერში ამნისტირებული პირის უკანონო მსჯავრდების ფაქტს. მიუხედავად იმისა, რომ ამნისტიის მიხედვით, ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალდებული პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლებულიყო, მოსამართლემ ის მაინც გაასამართლა. მოგვიანებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და პირი გათავისუფლებულ იქნა პატიმრობიდან. პროკურატურის ქმედება გაუმართლებელი იყო და კანონის დარღვევას წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში დაირღვა კონსტიტუციის 84-მუხლი, რომელიც მოსამართლის დამოუკიდებლობაზე და მის საქმიანობაში ჩაურევლობაზე საუბრობს. მოსამართლის გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობის გადახედვის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ზემდგომ სასამართლოს და არა აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე ორგანოს", - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში.

მათივე განმარტებით, მსგავს შემთხვევას ადგილი ქონდა ახალციხეშიც, სადაც ადგილობრივ პროკურორსა და მოსამართლეს შორის კანონით აკრძალული კომუნიკაცია შედგა.

„ახალციხის სასამართლოსთან განვითარებული მოვლენების ფონზე ასევე გავრცელდა პროკურატურისა და სასამართლოს ხელისუფლების ურთიერთბრალდებები. საუბარი იყო ადგილობრივი პროკურორისა და მოსამართლის კანონით აკრძალულ კომუნიკაციაზე. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე თვით ადრე, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი მისი ინიციატივით არაოფიციალურ გარემოში შეხვდა სამცხე-ჯავახეთის პროკურორ გივი პაპუაშვილს და ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების დადება ურჩია. მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ უარყო აღნიშნული ფაქტი და პროკურატურა ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებაში დაადანაშაულა", - განმარტავენ ორგანიზაციაში. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016