reportiori.ge - ნაღვაწი, რომელსაც ყავლი არასოდეს არ გაუვა - სიტყვა ხუროთმოძღვარ შოთა ყავლაშვილზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 20:36
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ნაღვაწი, რომელსაც ყავლი არასოდეს არ გაუვა - სიტყვა ხუროთმოძღვარ შოთა ყავლაშვილზე
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 15:52


მართლაც ღვაწლმოსილს, თბილისის დიდ მოამაგეს, ხუროთმოძღვარ შოთა ყავლაშვილს ა.წ. 19 იანვარს შეუსრულდებოდა 90 წელი.


ვინ იყო შოთა, რა შექმნა, რა შემატა თბილისს? რატომ მოხდა, რომ დღემდე, განვლილ ბოლო 21 წლის მანძილზე ერთხელაც არ იყო ოფიციოზის მიერ, მათ შორის თბილისის მერიის, ტელერადიოს, პრესის მიერ ნახსენები? შოთა ყავლაშვილი, რომელიც ორჯერ იყო თბილისის მთავარი არქიტექტორი, ჯამში ცამეტი წლის მანძილზე... თავდაპირველად სამი წლის განმავლობაში. შვიდი წლის გასვლის შემდეგ, ქვეყანა დარწმუნდა, რომ შოთა ყავლაშვილი თბილისის საუკეთესო მთავარი არქიტექტორი იყო და კვლავ დაინიშნა ამ პოსტზე საპატიო ხელმძღვანელის თანამდებობაზე და ათ წელზე მეტ ხანს ღირსეულად ემსახურება თბილისს.


შეიცვალა დრო. მოხდა გადაფასება რიგი მოვლენებისა, რიგი ღირებულებებისა, თუმცა, როგორც შემდგომში დროის გადასახედიდან გამოჩნდა, უმეტეს შემთხვევაში დროულად და სწორად, მაგრამ რიგ შემთხვევაში სამომავლო ცხოვრების საზინაოდ, ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობისთვის არცთუ სასიკეთოდ, განსაკუთრებით კულტურის იმ სფეროსთვის, რომელსაც გამორჩეული მამულიშვილები, ნამდვილი პროფესიონალები, თავიანთი საქმისადმი თავდადებულნი, ემსახურებოდნენ, რითიც შექმნეს მყარი საფუძველი ეროვნული მსოფლმხედველობის გამოსაფხიზლებლად. ერმა ხომ თავაწეულმა შეაბიჯა ამ ახალ ეპოქაში. შეაბიჯა გააზრებულად თავისი ევროპულობის ძირისა, რომელიც დოზირებულად ინტეგრირებულია „ორიენტალისტური" კულტურის „სურნელთან". ეს ხომ სრულად ვლინდება თბილისის რიგი უბნების განაშენიანებაში, თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნილებებთან მათ მორიგებაში. ეს კი მნიშვნელოვნად განპირობებულია თბილისის მოამაგეთა, ღირსეულ მამულიშვილთა და მათ შორის შოთა ყავლაშვილის საქმიანობით.


იყო წლები, როდესაც შოთა ყავლაშვილის ღირსეული ნაამაგარის ილუსტრირებით დატვირთული იყო ტელერადიო გადაცემები, ჟურნალ-გაზეთები და ასე შემდეგ. ყოველივე ხომ იყო სიხარულის გამომჟღავნება თბილისში მიმდინარე თბილისური არქიტექტურული პროცესების გამო, რომელსაც სათავეში ედგა შოთა ყავლაშვილი. დღესაც ხომ ბევრი მისი და მათ შორის იმათი, ვისაც სწორედ შოთამ გაუკვლია გზა, გაიყვანა ასპარეზზე, მართლაც მნიშვნელოვანი ნაამაგარი ამშვენებს თბილისს, ჩვენს ეროვნულ კულტურას. განა დღეს თავისი არქიტექტურული მნიშვნელობა დაკარგა ბარათაშვილის სახელობის ქუჩამ, ან უზნაძის № 2-ში აშენებულმა ქორწინების და საცხოვრებელმა სახლმა, ან ავტოვაგზლის შენობამ, ან საცურაო აუზმა „ლაგუნა-ვერემ", ან სასტუმრო „მეტეხი პალასმა" და ბევრმა სხვა ნაგებობამ, მათ შორის ე.წ. ჩეხურმა სახლმა, რომელსაც მაღალი ხარისხის გამო ასე დაარქვა ხალხმა, თუმცა ეს პროექტი შოთა ყავლაშვილის შექმნილია, ან არაერთმა სპექტაკლის მხატვრობამ, ან არაერთმა საქართველოს საგამოფენო პავილიონმა საზღვარგარეთ. რომელი ერთი მოვიგონოთ. განა არ არის შოთას მოღვაწეობის განსაკუთრებულობის აღიარება არა მარტო ლაურეატობის საპატიო წოდებების, მათ შორის, უმნიშვნელოვანესი „საპატიო თბილისელის" წოდების მინიჭებით, ყოველივესთან ერთად განსაკუთრებულია მისი ფასდაუდებელი ღვაწლი „ისტორიული თბილისის" აჟღერების საქმეში.


მე, როგორც მისმა თანამოაზრემ თბილისის მიმართ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო მისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა თბილისისადმი. რად ღირს თუნდაც ფაქტი, რომ მან შეძლო დაეძლია პროფესიონალის ხიბლი, გამხდარიყო კიდევ ერთი, თავისი ახალი არქიტექტურული ხედვით შემქმნელი პროექტისა „ახალი ბარათაშვილის ქუჩა" ახლად გამოვლენილი გარემოების სასარგებლოდ. მოხდა ასე: როცა შოთამ დაიწყო თავისი პროექტით მშენებლობა, მშენებლობის პროცესში გამოჩნდა ისტორიული განაშენიანების კვალი. შოთამ დაინახა მისი ეთნოკულტურული მნიშვნელობა და უარი თქვა თავისი დაწყებული პროექტის განხორციელებაზე. მთლიანად შეცვალა იგი აქ ჩაქცეულ-ჩამარხული ისტორიული მემკვიდრეობის სასარგებლოდ. აქტიურად შეუდგა მისი არქიტექტურულ- მხატვრული ღირებულებების რეანიმაციას, რესტავრაციას, რეკონსტრუქციას და თანამედროვე ცხოვრებისათვის მორგებას. ასეთი რამის გაკეთება შეეძლო მხოლოდ შოთა ყავლაშვილს.


საწყენია, რომ მხოლოდ დღეს, მისი გარდაცვალებიდან 21 წლის შემდეგ უნდა მოვაგონოთ საზოგადოებას, თუ ვინ იყო შოთა ყავლაშვილი და როგორია ჩვენი ვალი მის მიმართ

 

 

გიორგი (გიგა) ბათიაშვილი

არქიტექტორი

 

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016