reportiori.ge - გიორგი ჩიქოვანი: საქართველო გაზის მომპოვებელ ქვეყნების ათეულში შევა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:51
ეკონომიკა
გიორგი ჩიქოვანი: საქართველო გაზის მომპოვებელ ქვეყნების ათეულში შევა!
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 16:33


აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს- http://reportiori.ge/?menuid=11&id=87892 . „სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსში" აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. ატლანტიკური საბჭოს ანგარიში კომპანია Frontera Resources-ს ინფორმაციას ეყრდნობა. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს „ახალგაზრდული ცენტრის" წევრი გიორგი ჩიქოვანი „რეპორტიორთან" საუბრისას აკეთებს:

 

„სამწუხაროდ, ამ ფაქტს ჯეროვანი ყურადღება არ ხვდა წილად საზოგადოების მხრიდან. თამამად შეიძლება, ამ ფაქტს ისტორიული ვუწოდოთ, ეს მოვლენა უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ქვეყნის მომავლის ფორმირებაში, რადგან ამ მარაგების მიხედვით (ვარაუდი არსებობს, რომ უფრო დიდი მარაგი შესაძლოა არსებობდეს), საქართველო გაზის მომპოვებელი ქვეყნების ათეულში შევა, რაც მას მიცემს საშუალებას, მოახდინოს გაზის ექსპორტირება. საქართველო იმპორტიორი ქვეყნიდან გახდება ექსპორტიორი ქვეყანა, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის მსოფლიოში საქართველოს როლს.

 

უკვე რამდენიმე წელიწადში საქართველოს თითოეული მოქალაქე საკუთრ თავზე „გამოცდის" იმ სარგებელს, რასაც ეს საბადო მოუტანს ქვეყანას. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო მიიღებს დიდ ფინანსურ სარგებელს, ჩვენ, როგორც სახელწიფო, გავხდებით უფრო მეტად დამოუკიდებელი, ასევე გაიზრდება ჩვენი რეგიონალური სტატუსი, საქართველო იქნება რეგიონში უმნიშვნელოვანესი მოთამაშე. 

 

მოხდება სოციალური პროგრამების უფრო თამამად განხორციელბა, რაც ასე მნიშვნელოვანია დღევანდელი საქართველოსათვის. ყველაზე მთავარი - აბსოლუტურად დამოუკიდებლები გავხდებით გაზის მომარაგების კუთხით (რასაც ჩვენი ორგანიზაცია რამდენიმე თვის წინ პროგნოზირებდა), არ ვიქნებით დამოკიდებული  აზრბაიჯანულ და მით უფრო  რუსულ გაზზე. 

 

უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მოვახდინოთ თურქეთის და შავი ზღვის აუზის ქვეყნების მომარაგება ბუნებრივი აირით, ასევე ევროპის დიდი ნაწილს მივაწოდოთ საქართველოში მოპოვებული გაზი, ამის საშუალებას იძლევა უკვე არსებული გაზსადენი მილები, რაც გამოიწვევს ევროპის ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელოვან ზრდას.

 

შემდეგი ნაბიჯი ხელისუფლებაზეა, იმისათვის, რომ სარგებელი ხელშესახები იყოს თითოეული მოქალაქისათვის, აუცილებელია კანონმდებლობის შეცვლა. ჩვენი ღრმად გვწამს, რომ ხელისუფლება ამ საკითხს დადებითად გადაწყვეტს და ყველა იმ ნაბიჯს გადადგამს, რაც საჭირო იქნება ამ პროექტის მხარდაჭერისათვის", - აცხადებს გიორგი ჩიქოვანი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016