reportiori.ge - სოსო ცისკარიშვილი: ასეთი მოცულობის გაზზე საუბრისას უფრო მეტი თვალსაჩინოებაა საჭირო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:12
პოლიტიკა
სოსო ცისკარიშვილი: ასეთი მოცულობის გაზზე საუბრისას უფრო მეტი თვალსაჩინოებაა საჭირო!
03 თებერვალი, 2016. 18:23



ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის  მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარი მარაგია აღმოჩენილი. ამ თემაზე  „რეპორტიორთან" პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი საუბრობს. მისი თქმით, უმჯობესია, კიდევ ერთხელ გადაიხედოს არსებული მონაცემები და შემდეგ გაკეთდეს დასკვნები.



„რამდენიმე ათეული წელია, რაც ამ თემაზე საურობენ. ბოლოს და ბოლოს პესიმიზმს  სძლიეს და გააკეთეს ოპტიმისტური განცხადებები. ამ განცხადებას ბევრი ეჭვის თვალით უყურებს. ვიდრე ასეთი დაზუსტებით ვისაუბრებთ დიდი ოდენობის ბუნებრივ აირზე, ალბათ, პრიმიტიული შესაძლებლობებით მაინც უნდა დაგვენახა ცეცხლის ალი იმ ტერიტორიაზე, რომელზეც საუბრობენ. სურვილი ჩაგრავს რეალობას. ეს ახალაღმოჩენილი საბადო რომ იყოს, უფრო ოპტიმისტურად ვიქნებოდით განწყობილი, რადგან ასეთი მოცულობის გაზზე საუბრისას უფრო მეტი თვალსაჩინოებაა საჭირო.

 

ეს რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს და არა უბრალოდ სურვილი იყოს, ადრეც აღმოაჩენდნენ. უმჯობესია, კიდევ ერთხელ გადავხედოთ არსებულ მონაცემებს. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, მეოცე საუკუნის დასასრულს, იმ ტერიტორიაზე, სადაც ბუნებრივი აირის უზარმაზარი მარაგია,  კამერების წინ ერთი ასეთი საბადო ცხონებულმა ედუარდ შევარდნაძემ გახსნა, ალი ამოვიდა, მაგრამ რამდენი საათის განმავლობაში ენთო, უცნობია.

 

ჩემი წინდახედულება გამოწვეულია გამოცდილებით. უნდა დაველოდოთ დეტალურ ინფორმაციას", - განაცხადა ცისკარიშვილმა.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016