reportiori.ge - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სახდელის დაწესების შესახებ კანონპროექტის მიღება საპატრიარქოს ინიციატივა არ ყოფილა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:29
საზოგადოება
რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სახდელის დაწესების შესახებ კანონპროექტის მიღება საპატრიარქოს ინიციატივა არ ყოფილა
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 11:17


საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სახდელის დაწესების შესახებ კანონპროექტის მიღების საკითხი საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივა არ ყოფილა.



საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:



როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელის შემოღებას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის. სოციალურ ქსელებშიც და ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია ამ კანონპროექტთან საპატრიარქოს კავშირის შესახებ, მიაჩნიათ რა, რომ მისი მიზანი თითქოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ჯანსაღი კრიტიკის აცილებაა", რაც რეალობას არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ხშირია ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის მიმართ ცილისწამებლური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები და გამოსვლები, მსგავსი კანონპროექტის მიღების საკითხი არც ადრე და არც ამჟამად ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა.

 

რელიგიურ თემებთან დაკავშირებულ ამ და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებთან მიმართებაში მომავალ სამშაბათს საქართველოს საპატრიარქოში ინტერრელიგიურ საბჭოში შემავალი რელიგიური გაერთიანებების სამუშაო შეხვედრა იგეგმება", _ ნათქვამია განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016