reportiori.ge - ცოტნე გამსახურდია: უდიდესი ქართველი პოეტი, რომელიც დღესაც არაა ჯეროვნად დაფასებული - ტერენტი გრანელია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:41
საზოგადოება
ცოტნე გამსახურდია: უდიდესი ქართველი პოეტი, რომელიც დღესაც არაა ჯეროვნად დაფასებული - ტერენტი გრანელია
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 12:34


„ერთ-ერთი უდიდესი ქართველი პოეტი, რომელიც, ჩემი აზრით, დღესაც არაა ჯეროვნად დაფასებული. ჩვენ, ფეხის ხმას აყოლილი საზოგადოება, ყოველ კუთხეში, უფრო სწორად - სუფრაზე, დითირამბებს ვუმღერით უდავოდ გენიალურ გალაკტიონს დიდწილად იმიტომ, რომ სხვაზე ბევრი არაფერი გაგვიგია ხეირიანად", - გთავაზობთ ცოტნე გამსახურდიას facebook-პოსტს ტერენტი გრანელის შესახებ.

 

„ტერენტი კვირკველია, წალენჯიხელი გლეხის შვილი, მოკლებული სწავლის, საზოგადოებრივი რეალიზაციის შესაძლებლობას, რისკენაც ის მთელი ცხოვრება ტრაგიკულად და საბედისწეროდ ისწრაფვოდა... ახალგაზრდა მანათობელი, რომელსაც ბნელეთში ექაჩებოდა ყველაფერი - დაწყებული ოჯახით და დამთავრებული კოლეგა-ლიტერატორებით.

 

იყო ამ ყველაფერში რაღაც გადაულახავი, კარმული ძალა, ან უფრო - უძლურება, რომ ტერენტი აშკარად არ დაიბადა თავის ადგილას... გარემოებების გამოისობით, რაიმეს მისაღწევად მას, როგორც წესი, სხვაზე ბევრად მეტი ძალისხმევა სჭირდებოდა. ასე ხდებოდა თითქმის ყველაფრის შემთხვევაში: ყველაფრის, გარდა სიკვდილისა...

 

ერთ-ერთი იშვიათი ნათელი წერტილი პოეტის ცხოვრებაში იყო „აბესალომ და ეთერის" ოპერაში მონაწილე მშვენიერი იტალიელი მომღერალი ქალი, გვარად - გრანელი, რომლისადმი ტრფობის გამოც აიღო ტერენტიმ საკუთარი ფსევდონიმი. თუმც ორიოდე წელიწადში ქალი სამშობლოში გაემგზავრა და ტერენტი მარტო უნდა შეხვედროდა სიკვდილს:

 

იგი სულ რაღაც 37 წლის იყო, როდესაც წავიდა სისასტიკის, ღალატის, დაბეზღების და სიცრუის სამყაროდან, რასაც ადრებოლშევიკური საქართველო ერქვა...

 

ეს ლექსი პირველად დაახლოებით 17 წლისამ წავიკითხე, მაგრამ ვერ აღვიქვი, სიმართლე გითხრათ... გაუნათლებელი ბიჭი არ ვყოფილვარ, იმავ გალაკტიონს ან ვაჟას - კარგად ვიგებდი და ვიმახსოვრებდი. ალბათ აქაც დასაწყისში ხსენებული დაუფასებლობისა და განწყობის საკითხია. დღეს ის სულ სხვანაირად ესმის ყურს, გულს, და მინდა, თქვენც გაგიზიაროთ..." - წერს გამსახურდია.


გადარჩება? - ექიმებს ეკითხება ზოზია,

გადარჩება? - გმინავენ ლაზარეთის კედლები.

დაო, შენი ცრემლები ჩემთვის ავგაროზია,

დაო, მჯერა სიცხიანს, სადღაც დავეხეტები.

გადარჩება? - ექიმებს ეკითხება ჩემი და,

მე კი მიახლოვდება სამუდამო ქაოსი.

ვიხედები გარშემო და ამ სარეცელიდან

ყველაფერი შორსაა, გარდა სასაფლაოსი.

უიმედო წუთები თურმე უფრო სწრაფია!..

(სადღაც ზარის რეკვაა. ილესება ისარი).

ჩემი სუსტი სხეული - გაწყვეტილი ძაფია,

ჩემი შემოქმედება - დედამიწის სიზმარი.


ტერენტი გრანელი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016