reportiori.ge - გია გაჩეჩილაძე ბაია გადაბაძეს: ტელევიზიის რეიტინგი დავარდა, ეს საკმარისია იმისთვის, რომ შეიცვალოს დირექტორი თუ არა?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:24
მედია
გია გაჩეჩილაძე ბაია გადაბაძეს: ტელევიზიის რეიტინგი დავარდა, ეს საკმარისია იმისთვის, რომ შეიცვალოს დირექტორი თუ არა?
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 12:51


„ტელეკომპანიაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ერთი დირექტორი იცვლება მეორეთი, ვისით იცვლება? ვადასტურებ, რომ ლევან გაჩეჩილაძეზეა საუბარი", - ეს განცხადება გააკეთა „მაესტროს" წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ პარტნიორთა კრებაზე. გაჩეჩილაძესა და არხის გენერალურ დირექტორ ბაია გადაბაძეს შორის შელაპარაკება მოხდა.


„ტელევიზიის რეიტინგი 15%-დან 4%-ზე ჩამოვიდა. ეს საკმარისია იმისთვის, რომ შეიცვალოს დირექტორი თუ არა?" - აცხადებს გაჩეჩილაძე.


ბაია გადაბაძემ გია გაჩეჩილაძეს იმ ფულის წარმომავლობაზე განმარტების გაკეთება მოსთხოვა, რითაც მან ტელეკომპანიის წილები შეიძინა.

 

„მე გეკითხებით ირაკლი რუხაძეზე, რომელმაც გაუშვა ინგა გრიგოლია, რომელმაც გაუშვა ლევან ჩხაიძე, რომელიც დღეს ჩემთან მუშაობს.

 

მე გთავაზობთ, რომ დავრჩები და ერთად ვმართოთ ტელევიზია, ოღონდ სარედაქციო დამოუკიდებლობას შევინარჩუნებთ. მე არასდროს წარმომედგინა, რომ მე და შენ სხვადასხვა მხარეს ვიდგებოდით. მე არ მინდა, რომ ირაკლი რუხაძემ და სხვა ტელეკომპანიის მმართველებმა გადათელონ ჩვენი დამოუკიდებლობა", - მიმართა გადაბაძემ გია გაჩეჩილაძეს.


„მაესტროს" დირექტორის განცხადებას გია გაჩეჩილაძემ „შანტაჟი" უწოდა და მას ტელევიზიაში დარჩენა შესთავაზა.


ამასთან, გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის ორი დღის წინ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ნამდვილად შეხვდა.

 

„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მქონდა, ის ჩემი მეგობარია, ორ დღეში ერთხელ ვხვდები და რა არის პრობლემა? „მაესტროზე" არ გვისაუბრია. სხვა თემებზე იყო საუბარი. მეგობარს და ამხანაგს რაზე ვესაუბრები, ამას არ ვეტყვი მედიას", - დასძინა გაჩეჩილაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016