reportiori.ge - „მოვუწოდებ პრეზიდენტს, მანაც მოიხადოს ბოდიში“ - გოგი თოფაძე ბოდიშს იხდის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:41
საზოგადოება
„მოვუწოდებ პრეზიდენტს, მანაც მოიხადოს ბოდიში“ - გოგი თოფაძე ბოდიშს იხდის
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 14:17


„გუშინდელ ჩემს გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა საზოგადოებაში და ჩემი სიტყვები არასწორად იყო აღქმული", - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი თოფაძე განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტის თანახმად, გიორგი თოფაძე თავისი განცხადებით არავისთვის შეურაცხყოფის მიყენებას არ ფიქრობდა და თუ საზოგადოების ნაწილის მხრიდან დეპუტატის სიტყვები ამგვარად იყო აღქმული, ამისთვის მათ წინაშე ბოდიშს იხდის.

 

„გუშინდელ ჩემს გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა საზოგადოებაში და ჩემი სიტყვები არასწორად იყო აღქმული. მე მხოლოდ მოვახდინე გიორგი მარგველაშვილის სიტყვების ციტირება, რომელიც ჟურნალ „დრო მშვიდობა"-ში სათაურით „ნიჩურტა! - მე ქართველი ვარ" იქნა გამოქვეყნებული და მივუთითე, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთება ქართველ კაცს არ ეკადრება და იმ შემთხვევაში, თუ ბატონი პრეზიდენტი ქართულ საზოგადოებას ამგვარ შეფასებას აძლევს, მაშინ მას ამ ქვეყნის პრეზიდენტობაც არ უნდა ეკადრებინა. ჩემთვის, როგორც საზოგადოების ნაწილისთვის, მარგველაშვილის ამგვარი სიტყვები შეურაცხმყოფელია.

 

არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მიფიქრია და თუ ჩვენი საზოგადოების ნაწილის მხრიდან ჩემი სიტყვები ამგვარად იყო აღქმული, რა თქმა უნდა, ამისთვის მათ წინაშე ბოდიშს ვიხდი.

 

აქვე მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მანაც მოიხადოს საზოგადოების წინაშე ბოდიში იმ სიტყვებისთვის, რომლითაც მან ქართველი ერი შეურაცხყო.

 

ჩემთვის საზოგადოება არის ერთიანი და მის დიფერენციაციას არ ვახდენ", - ნათქვამია განცხადებაში.



მოამზადა სალომე ჯანდიერმა 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016